
თბილისს, კიდევ ერთი, ახალი სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი შეემატა. დიღმის მასივში, თენგიზ სულაქველიძის განახლებული აკადემიის ოფიციალური გახსნა, დღეს 26 ივნისს გაიმართა. აკადემიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, აკადემიის ხელმძღვანელი თენგიზ სულაქველიძე, მოწვეული სტუმრები და აკადემიის ფეხბურთელები დაესწრნენ.
„მიხარია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შეემატა ქართულ ფეხბურთს. ჩვენ დავიწყეთ სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მინდა, რომ ამ ინციატივაში ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი... რაც შეეხება ამ ინფრასტრუქტურას, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, რომელიც ერთერთი ყველაზე პოპულარული სპორტია. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ამ ინიციატივისთვის და ჩვენ - ქალაქის მერია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნას!" - აღნიშნა გახსნისას, კახა კალაძემ, თბილისის მერმა.

სწორედ, ამ აკადემიის კუთვნილებაა ახალი მოედანიც, რომლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის სრული დაფინანსებით ჩატარდა. მოედნის რეკონსტრუქცია 2018 წლის მარტის მიწურულს დაიწყო. აკადემიაში, სადაც ბავშვების არაერთი თაობა გაიზარდა, ამ ეტაპზე, 200-მდე ბავშვი ვრჯიშობს. აკადემიას ფეხბურთის ფედერაციისაგან საჩუქრად ბურთები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა.
აკადებიის გახსნა მიულოცა მომავალ ფეხბურთელებსა და სტუმრებს სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ აკადემიის განახლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული პროექტია, რადგან ეს ცვლილებები ქვეყანაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიმართულებით განხორციელებული წინსვლაა.
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები





ჩვენ








