
შვეციცარიაში, ევროპული კალათბურთის სახლში დღეს, საკალათბურთ ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშების ოფიციალური „ლაინაფი" დაამტკიცეს. BCL-ის წლევანდელი გათამაშება 3 საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყება, რომელიც 20 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. გათამაშების ამ ეტაპზე, 56 ევროპული კლუბი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის 19 კლუბი, კონკრეტული ქვეყნების გამარჯვებულია, 4 ფინალისტი და 15-იც ½ ფინალისტი.
24 გუნდი, რომელთა შორის არის საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" BCL-ზე ასპარეზობას პირველი რაუნდიდან დაიწყებს, საიდანაც 12 საუკეთესო, უკვე მე-2 რაუნდში გადავა. დინამოელთა სავარაუდო მეტოქეების ნუსხა ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება: „აეკი" (ლარნაკა, კვიპროსი), „არისი" (საბერძნეთი), „ავტოდორი" (სარატოვი, რუსეთი), „ბაკენ ბეარსი" (დანია), „CSM ორადეა" (რუმინეთი), „დონარი" (გრიონინგერი, ჰოლანდია), „პორტო" (პორტუგალია), „ფრიბურ ოლიმპიკი" (შვეიცარია), „ჰაპოელი" (თელ-ავივი, ისრაელი), „კალევი" (ტალინი, ესტონეთი), „ლუკოილი" (ლევსკი, ბულგარეთი), „ნიჟნი ნოვგოროდი" (რუსეთი), „ტომსკი" (მინსკი, ბელლარუსი), „ლესტერ რაიდერს" (ბრიტანეთი), „მოვისტარ ესტუდიანტესი" (ესპანეთი), „ნორჩოფინგ დოფინსი" (შვედეთი), „შაულაი" (ლიეტუვა), „სოლნოკი ოლაი" (უნგრეთი), „ანტვერპენ გეინტსი" (ბელგია), "შარლერუა" (ბელგია),
„კარუ კაუაუკი" (ფინეთი), „სუკიერ ტორუნი" (პოლონეთი), „რედ ოქტიმბერ კანტუ" (იტალია).

მე-2 რაუნდში გასული გუნდებიდან გამოვლინდება კიდევ 6 საუკეთესო, რომელსაც, ბოლო მე-3 რაუნდში, უკვე ელოდება 6 გუნდი. აი, მათ შორის გამარჯვებული კი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის რეგულარულ გათამაშების ბადეში ჩაჯდება. საბოლოოდ, ამ ბადეში, სამი შესარჩევი ეტაპის შემდეგ გაირკვევა 32 გუნდი, რომელიც უკვე, ოთხ 8-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფების 4 საუკეთესო გუნდი მთავარი პრიზისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს პრიზად 1 მილიონი ევრო ერგება. 2017-18 წლების BCL-ის სეზონის გამარჯვებული ბერძნული „აეკი" გახდა, რომელმაც, ფინალში, „მონაკო" 100-94 დაამარცხა.
BCL-ის მესამე სეზონში საერთო ჯამში მონაწილეობას ევროპის 28 ქვეყნის გუნდი მიიღებს. მათ შორის მეორედ ჩაერთვება გათამაშებაში თბილისის „დინამო". შეგახსნებთ, რომ შარშან, თბილისელები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ესპანეთის ბადალონას "ხუვენტუდთან" დამარცხდნენ და ევროპის თასის ჯგუფურ სტადიაზე გადაინაცვლეს, სადაც 6 შეხვედრა გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ საკალათბურთო ევროტურნირზებზე დაბრუნება ვერ გამოდგა შედეგიანი დინამოელებისთვის, საკალათბურთო წრეებში ქართული კლუბის გამოჩენას ევროსარბიელზე მაინც მიესალმებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის საკალათბურთ კლუბის, თბილისის „დინამოს" 2018-19 წლების BCL-ის გათამაშების პირველი მეტოქის ვინაობა 11 ივლისს გაირკვევა. კენჭისყრის პირდაპირი რეპორტაჟის თვალისდევნება შემდეგი ბმულის დახმარებით შეგეძლებათ.





ჩვენ








