
2017 წლის 23-27 აგვისტოს, ჩეხეთის ქალაქ რაჩიცაში კანოეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ზაზა ნადირაძემ. 200-მეტრიანი დისტანციის დაფარვა ქართველმა სპორტსმენმა 39.986 წმ-ში შესძლო და ჯგუფში პირველი ადგილი, ხოლო საერთო ჯამში მეორთხე ადგილზე დაიკავა. ამან კი ზაზა ნადირაძეს, ფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.
„ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა სხვა მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავდება. რთულია თუნდაც იმიტომ, რომ ყველა, ვინც შარშან ოლიმპიადაზე ვერ მოახერხა თავის გამოჩენა და სასურველი შედეგის დადება, ცდილობს გამოასწოროს შეცდომები. ამიტომ, მაქსიმალურად არიან განწყობილები და მომზადებულები. დღეს, შესარჩევიდან პირველი ადგილით გადავედი ფინალში. მოვუგე ლიტველ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს. ვფიქრობ, ურთულესი ბრძოლა მელის ფინალისთვის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რათა დისტანცია უშეცდომოდ, მაქსიმალურად გავიარო და კარგი შედეგი დავდო" , - განაცხადა ზაზა ნადირაძემ TSFF.GE-სთან საუბარში.
დღეს, ზაზასთან ერთად სტარტზე იდგნენ, რიოს ოლიმპიადაზე მისი ძირითადი კონკურენტები ლიტვიდან და ესპანეთიდან. თუმცა, ეს სტარტი ზაზასთვის უფრო იღბლიანი გამოდგა. TSFF.GE აგრძელებს აღნიშნული ტურნირის თვალისდევნებას და ქართველი ნიჩბოსანი მომავალ სტარტზეც აუცილებლად გიამობთ. ზაზას მომდევნო სტარტი 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12 საათზეა დაგეგმილი.





ჩვენ








