ბელგრადში ქართველი „კლასიკები“ პარიზის ლიცენზიების მოპოვებასაც შეეცდებიან

20.09.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
21 სექტემბრიდან ჩაებმებიან ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. ქართველ „კლასიკთა" ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით ასე გამოიყურება:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია
60 კგ - ფრიდონ აბულაძე
63 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - ჯონი ხეცურიანი
72 კგ - რამაზ ზოიძე
77 კგ - იური ლომაძე
82 კგ - გელა ბოლქვაძე
87 კგ - ლაშა გობაძე
97 კგ - გიორგი მელია
130 კგ - იაკობ ქაჯაია
ისევე, როგორც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულში პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება 60, 67, 77, 87, 97 და 130 კგ წონით კატეგორიებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველო მოჭიდავეების ნაწილი, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ლიცენზიების ნაწილს, ვადაზე ადრე აიღებს.





ჩვენ








