„ჩიხურამ“ და „ბეითარმა“ დღეს, „მიხეილ მესხზე“ ივარჯიშეს
„ჩიხურამ“ და „ბეითარმა“ დღეს, „მიხეილ მესხზე“ ივარჯიშეს
11.07.2018
ავტორი:

საჩხერის „ჩიხურა" ხვალ თბილისში, მიხეილ მესხზე, უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვაიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს იერუსალიმის „ბეითართან". მატჩი, თბილისის დროით 19:00 დაიწყება. 

„მეტოქე, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენს სათამაშოდ გავდივათ და რაც შეგვეძლება, მაქსიმუმს დავდებთ, თითოეული ფეხბურთელი და კლუბის ყველა წევრი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ეტაპი გავიაროთ. გუნდის გაძლიერებაზე ყოველთვის ვფიქრობთ. თუმცა, ამის საშუალება, ისე როგორც ჩვენ ვისურვებდით, სამწუხაროდ ვერ ხერხდება. როგორც იცით, „ტორპედოდან" მიხეილ სარდალიშვილი დავიბრუნეთ. ისიც იცით, რომ შოთა კაშია ტრავმირებულია. ლევან კაკუბავაც ვერ დავტვირთეთ დღევანდელ ვარჯიშზე. კაკუბავას თამაში საეჭვოა, თუმცა 18-კაციან განაცხადში გვეყოლება", - ამბობს სოსო ფრუიძე, საჩხერის „ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი.



ეს განცხადება, საჩხერელთა თავკაცმა დღეს, მიხეილ მესხზე, ხვალინდელ მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ გააკეთა სოსო ფრუიძემ, სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ერთი წლით ადრე, როდესაც გუნდი უეფას ევროპა ლიგის წინა გათამაშებაში, ავსტრიულ „ალტახთან" დამარცხდა, კარგად იყო მომზადებული არ იყო. ფრუიძის თქმით, წელს ასე არაა. თუმცა, ფინანსური სიტუაციის გამო, გუნდში სასურველი ტრანსფერები ვერ განხორციელდა.  

 „ასეთ გუნდებთან უნდა დავამტკიცოთ ყველამ, რომ შეგვიძლია თამაში და არ ვართ ასე, განწირულები. არ არის ისეთი ფავორიტი „ბეითარი", რომ შანსი არ გვქონდეს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს, ხვალ დავამტკიცოდ", - ამბობს გიორგი გაბედავა.




სოსო ფრუიძემ არც ის დამალა, რომ იერუსალუმული კლუბის თამაშებს, ის და მისი სამწვრთნელო შტაბი აკვირდებოდნენ. იცის, რომ კლუბიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, თუმცა, სათამაშო მოდელი არ შეცვლილა. ქართველთა მწვრთნელი აზრით, „ბეითარი" სათამაშო ტაქტიკას ხშირად ცვლის, უყვარს ექსპერიმენტები, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ბეითართან" არ შეიძლება წარმატებული თამაში.

უნდა ენდო თუ, არა ბოლომდე „ბეითარის" მთავარ მწვერთნელს, გაი ლუზონს, ეს ხვალ, მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთშივე გამოჩნდება. თუმცა, „ბეითარის" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხვალინდელ მატჩში, ფავორიტი „ჩიხურაა".




„ვიცი, რომ ქართველებს ტექნიკური ფეხბურთელები გყავთ. ახლოს არიან ბურთთან. "ჩიხურას" თამაში ვნახე და მომეწონა. პერსონალურად ვერავის გამოვარჩევ, თუმცა, ხვალ ისინი არიან ფავორიტები. სეზონის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ამდენად დასუსტდა", - ამბობს გაი ლუზონი.

კიდევ ერთი, „ბეითარის" თამაშზე დასასწრებად, ხვალ მიხეილ მესხზე ისრაელიდან ჩამოსული კლუბის 60-70 გულშემატკივარიც მოვა. ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ ამ ებრაული კლუბის „ფანების" ნაწილი, საკმაოდ რადიკალები არიან და ხშირად, რასისტული ნიშნით, საკუთარი გუნდის ფეხბურთელებსაც კი არ სწყალობენ.