
ფიბას მსოფლიო რეიტინგში ამერიკა, ესპანეთი და შემდეგ, სერბეთია. საკალათბურთო ნაკრები, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ქულის სხვაობით 68:66 დაამარცხა. ნაკრები, რომელსაც ევრობასკეტზე, მინიმუმ საპრიზო სამეულში მოხვედრის ამბიცია აქვს და რომელმაც რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალი იყო. შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ სერბებს აკლდათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (მილოში, ბიელიცა), მაგრამ ამ ტურნირს, საქართველოს ნაკრები ზაზა ფაჩულიას, ვიკა სანიკიძის და ბექა ბურჯანაძის გარეშე თამაშობს.
დღემდე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები ერთმანეთს საფრანგეთის როენში, 2015 წელს, ასევე ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდნენ და მაშინაც, თამაში ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
დღეს, „აკროპოლისის თასზე" დღევანდელი დაპირისპირების ბოლი წუთნახევარი კი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. მეოთხე მეოთხედის დასრულებდამდე 1:32 წთ-თ ადრე ანგარიში საყაიმოა 63-63. გუნდები წუთშესვენებაზე გადიან. შემდეგ დუდა სანაძე ზუსტად ისვრის 2 საჯარიმოს, 65-63 ქართველები წინ გადიან. 54 წამით ადრე, ანგარიში თანაბარია 65-65. ბოგდანოვიჩი საჯარიმოდან ათანაბრებს ანგარიშს. საფინალო სირენამდე 36 წამია დარჩენილი და კვლავ დუდა სანაძის ზუსტი სროლის შემდეგ, ტაბლოზე 68-65 ფიქსირდება... 28 წამით ადრე, სერბები 2 საჯარიმოდან, მხოლოდ ერთს აგდებენ. ფარზე, კარგად თამაშობს საქართველოს ნაკრები, მაგრამ გადაცემა არაზუსტია - ცინცაძემ და სანაძემ ერთმანეთს ვერ გაუგეს. 23 წამით ადრე ბურთი სერბებისაა, ყველა ლოგიკით ბოლო შეტევაა და გამცოდილი გუნდიც მის გათამაშებას ბოლომდე შეეცდება. ბოლო წამზე ვლადიმირ ლუჩიჩს შეეძლო თამაშის მოგება, მაგრამ მისი სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა. ბერძნულ ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის დამთავრებამდე ერთი დღით ადრე „აკროპოლისის თასის" რეალური პრეტენდენტი გახდა.
20-15/ 16-21/ 19-14 /11-18 - ტრადიციულად პერიოდების მიხედვით ანგარიში ასეთია. ტურნირის სასტარტო მატჩის მსგავსად, დღესაც ისე არ დაიწყო, როგორც ქართველებს გვინდოდა. სერბებმა საკუთარი თამაში მოგვახვიეს თავს და კარგადაც დაწინაურდნენ. უპირატესობას ფლობდნენ, როგორც პერიმეტრზე, ასევე ფარქვეშ. პირველი თამაშის ანალოგიურად, მეორე მეოთხედი ქართველების იყო და ეს დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე ხდებოდა. პირველი ტაიმის შედეგიც, ლოგიკური იყო 36-36. მესამე მეოთხედიდან ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო. მთლიანობაში, თამაში თანაბარი იყო და ემჩნეოდა, რომ ყველაფერი ბოლო წუთებში გადაწყდებოდა.
სერბებთან მატჩში, ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი, თორნიკე შენგელია იყო, მის ანგარიშზე 21 ქულა და 14 მოხსნაა. 10 ქულა და მათ შორის ბოლო გადამწყვეტი ქულები, დუდა სანაძის ანგარიშზეა. დღეს, გიორგი ცინცაძემ 9, შერმადინმა და დიქსონმა კი 8-8 ქულა დააგროვეს. 6-6 ქულა დააგროვეს მანუჩარ მარკოიშვილმა და გოგა ბითაძემ.
„ჩვენი მიზანი იყო, უპირველესად, დაცვაში გვეთამაშა კარგად, გავძილერებულიყავით ფიზიკურად და საერთო ჯამში, ეთამაშა გუნდს. შედეგს მნიშვნელობა არ აქვს. ბუნებრივია, მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად არაფერია, რადგან წინ ისრაელი გევლოდება, სადაც ასევე ძალიან ძლიერ და მაღალი კვალიფიკაციის გუნდებთან მოგვიწევს თამაში. ვიცით, რომ გვაკლია ბევრი მოთამაშე, მაგრამ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და ამ ერთი შედეგი გამო, რეალობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ გვჭირდება დეტალების გამოსწორება და ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ" - ასეთი შეფასება გააკეთა ილიას ზუროსმა, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერძნებთან თამაშის შემდეგ. ქართველთა თავკაცი, იგივეს იძახდა თბილისის მერიის შეხვედრების დასრულებისას.
ბოლო შეხვედრას ჩვენი ნაკრები ხვალ, 25 აგვისტოს კვლავ თბილისის დროით, 19:45 წუთზე გამართავს. მისი მეტოქე ამჯერად იტალიის ეროვნული ნაკრები იქნება, რომლებმაც პირველი შეხვედრა სერბებთან 8 ქულის სხვაობით წააგო, დღეს კი მასპინძლებთან, საბერძნეთი ნაკრებთან 70 -73 ითამაშეს. ბერძნებმა, მხოლოდ ოვერტაიმში მაოხერხეს იტალიელთა დამარცხება. შედეგების ასეთი გადანაწილებით, „აკროპულისის თასის" დასკვნით ტურამდე, ათენში, „აპოკალიფსური" მგომარეობაა. ნებისმიერი შედეგის მიუხედავად კი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა, უკვე ცნობილია. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ამაღლებული განწყობით მიემგზავრება.






ჩვენ








