
კობა ჟორჟიკაშვილის გარეშე ბოლნისის „სიონი" წვრთნას 16 ივლისიდან შეუდგება. ამ სიახლემდე, რამდენიმე ხნით ადრე კლუბი ლაშა ჯაფარიძემ, გიორგი ჭეიშვილმა, მიხეილ მუჯრიშვილმა და ცოტნე სამუშიამ დატოვეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დაიმატებს თუ არა „სიონი" ახალ ფეხბურთელებს, მაგრამ მწვრთნელობის ახალ კანდიდატთან მოლაპარაკებები უკვე მიდინარეობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კლუბის მესვეურები მოლაპარაკებს, თეიმურაზ შალამბერიძესთან აწარმოებენ. ეროვნული ლიგის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე კი დიდი ალბათობით, „სიონის" მწვრთნელის საკითხი გადაწყვეტილი იქნება.
ბოლნისის „სიონის" ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „კობა ჟორჟიკაშვილსა და ბოლნისის "სიონს" შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. გასულ სეზონში ჟორჟიკაშვილის თავკაცობით "სიონი" ეროვნულ ლიგა ერთში აღზევდა, წლეულს კი ცუდ მდგომარეობაშია. ბოლნისის გუნდმა 18 შეხვედრაში 13 ქულა დააგროვა და ბოლოდან მესამე ადგილზეა".
როგორც ჩანს გუნდში რადიკალურ ცვლილებებზე, კლუბის მესვეურებმა საჩხერის „ჩიხურასთან", ეროვნული ლიგის ბოლო წრეში განცდილი მარცხის შემდეგ („სიონმა" 4-0 წააგო) დაიწყეს. დღეს, კი როგორც უკვე ავღნიშნეთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ეს კონტრაქტი შეწყდა. ახალი მწვრთნელის მოსვლამდე „სიონში" რჩებიან მწვრთნელის თანაშემწე ნესტორ მუმლაძე და მეკარეების მწვრთნელი დავით ასლანაძე.





ჩვენ








