
ქართველი ძალოსნები 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებენ. დღეს, უზბეკეთის დედაქალაქში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ (105 კგ.) მწვრთნელების მიერ მიცემული ყველა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა 163, 168, 171 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
მანვე, აკვრაშიც შესანიშნავად იასპარეზა. სპორტსმენმა სამიდან სამივე ცდა 201, 205, 211 წარმატებით დაძლია და აქაც ოქროს მედალს დაეუფლა. შესაბამისად მოგროვებული ქულებით 382 ორჭიდშიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ახალგაზრდა ქართველი ძალოსანის ამ წარმატებამდე, ტაშკენტში მიმდინარე პირველობაზე რევაზ დავითაძემ (85 კგ) ატაცში 164 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. 192 კილოგრამით მეორე იყო აკვრაში, მაგრამ ორჭიდის ჯამში დაგროვილი 356 კილოგრამი საკმარისი გამოდგა ჩემპიონობისთვის. აღსანიშნავია, რომ რევაზ დავითაძე წლეულს ევროპის ჩემპიონატზე დიდებშიც სააუკეთესო იყო. მან, ევროპის ჩემპიონის ტიტულს ახლა ახალგაზრდებში 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით მსოფლიოს ჩემპიონობა დაუმატა.





ჩვენ








