
უეფა-ს ევროპა ლიგაზე მოასპარეზე სლოვაკური კლუბის „დუნაისკა სტრედას" ოფიციალურმა გვერდებმა სულ ცოტა ხნის წინა საკლუბო ცვლილებების შესახებ გააკეთა ოფიციალური განცხადება. სლოვაკური მედია დიდი ხანია აანონსებდა, რომ DAC-ის მთავარი მწვრთნელი მარკო როსი გუნდს უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალოფიკაციო ეტაპის შემდეგ დატოვებდა. თუმცა, როგორც სჩანს, 12 ივლისს „დინამო თბილისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ DAC -ის ხელმღანელობამ მთავარი მწვრთნელის ცვლილების შესახებ ოფიციალურად დააანონსა.
უეფა-ს ევროპა ლიგის საპასუხო მატჩზე თბილისში „დუნაისკა სტრედას" 42 წლის გერმანელი სპეციალისტი პეტერ ჰიბალა უხელმძღვანელებს. სლოვაკური კლუბმა დღეს, თბილისში გამომგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა ეს განცხადება და ახალი მთავარი მწვთნელის ამ ეტაპზე დანიშვნა, სლოვაკეთის 2018-19 წლების საფეხბურთო სეზონის დასაწყისს დაუკავშირა, რომელიც სტარტს 21 ივლისიდან აიღებს. აღსანიშნავია, რომ პეტერ ჰიბალა, ამ პრესკონფერენციას არ დასწრებია.

უეფა-ს ევროპა ლიგის 19 ივლისის მატჩისთვის რთული სათქმელია, მოასწრებდა თუ არა რაიმეს შეცვლას DAC-ის სათამაშო სურათში, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი. შესაძლოა ამიტომაც თბილისში „დუნაისკა სტრადას" კვლავ როსი ჩამოჰყვება. „დუნაისკა სტრედას" უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელი, რომელიც DAC-თან ერთად ბოლო თამაშს, 19 ივლისს ჩაატარებს, მარკო როსის, ის უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.
გამომდინარე იქიდან, რომ სლოვაკეთში „დინამო თბილისის" ჩასვლამდეც ბევრს საუბრობდნენ მოსალოდნელ ცვლილებეზე, რთულად მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პეტერ ჰიბალას, გუნდთან შეგუებაც არ გაუჭირდება. თუმცა ეს „დინამო თბილისთან" მატჩის შემდეგ მოხდება. „დინამო თბილისს" კი, ამ გარემოების გამო მოდუნება ხელს არ აძლევს და თბილისელებმა საპასუხო მატჩი, ყველა ვარიანტში უნდა მოიგონ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ თბილისში უეფა-ს ევროპა ლიგის საპასუხო მატჩზე დასასწრებად, „დუნაისკა სტრედას" გულშემატკივრები სპეციალური რეისით მოჰყვებიან. თუ რამდენი ქომაგი და კონკრეტულად რომელ დღეს ჩამოფრინდება თბილისში, ამას TSFF.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ფოტო: fcdac.sk





ჩვენ








