„ვიკინგური“ სიცხეს უფრთხის
„ვიკინგური“ სიცხეს უფრთხის
25.07.2018
ავტორი:

ხვალ, 20:00 ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო" „ვიკინგურს" დაუპირისპირდება. მას შემდეგ რაც იმერული გუნდი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, ევროპა ლიგის პირველი მეტოქეც ტორპედოელებისთვის სწორედ, ფარერების ამ წარმომადგენელს შეხვდება.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ქუთაისში ძალიან ცხელა. ჩვენთვის მსგავსი სიცხე უცხოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსია, აქ კი... მთელი 40 გრადუსი დაგვხვდა. პირადად მე, საქართველოში მეორედ ვიმყოფები. 1996 წელს ბათუმში ვიყავი, თუმცა მთლად კარგად არ დამამახსოვრდა, რადგან მაშინ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ქუთაისის დათვალიერება ვერ მოვასწარით, დრო არ გვქონდა. ის კი ფაქტია, რომ ძალიან ცხელა", - ამბობს სიგფრიდურ კლემენტსენი, „ვიკინგურის მთავარი მწვრთნელი.

„მოლდოვის ნაკრებთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში და ვიცოდი, როგორი სიცხეც გველოდა აქ. ეს ჩვენთვის მთლად კარგი ვერ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კარგად ვართ მომზადებულნი და გვინდა, ეს ბარიერი დავძლიოთ", - ამბობს ადრიან კაშკავალი.




სიცხესთან ერთად ფარერების გუნდის წარმომადგენლები თვლიან, რომ „ტორპედო" საკმაოდ უხერხული მეტოქეა და საქართველოში 0-0 ანგარიშიც, საპასუხო მატჩის წინ მათთვის მისაღები ვერ იქნება, ამიტომ 26 ივლისს ყველაფრეს შეეცდებიან მეორე შეხვედრისთვის სასურველი ბალანსი შეიქმნან.  ეს კარგად იციან ქუთაისშიც. ამიტომ „ტორპედო", ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. კლუბის ინფორმაციით, ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება.

„რაც სეზონი დაიწყო, სამწუხაროდ ტრავმების გამო ვერც თორნიკე კაპანაძემ გამოავლინა შესაძლებლობები ისე, როგორც სურს და როგორც შეუძლია. წინა შეხვედრაში ის ცვლილებაზე შემოვიდა და მზადაა ხვალინდელი მატჩისთვისაც. თორნიკე კაპანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ წუთს მზადაა გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს. ის, რომ გუნდში ამდენი ტრანსფერი განხორციელდა, გამომდინარეობს იმ შედეგიდან, რომლის მიღწევაც გვსურს. ამ ფეხბურთელებმა "ტორპედოს" წარმატებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. გარდა ამისა, მათი აქ ყოფნა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. გვინდოდა, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა, რადგან წარმატება ყოველთვის იქაა, სადაც კონკურენციაა. დღეს ასეთი გუნდი გვყავს და კარგი ლეგიონერით ადგილობრივი გულშემატკივარიც არ იქნება უკმაყოფილო", - ამბობს კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.




ბუნებრივია, „ტორპედოში" ისიც კარგად იციან, რომ ყველა მეტოქე დაფასებას იმსახურებს. ამას გარდა, არც „ექსპერიმენტების დრო" აღარ არის. ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვილის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონიც კარგად აცნობიერებს პასუხიმგებლობას, რომ „ევროპალიგაზე, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, თუ ამ მატჩს ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას"- ესეც კახა ჩხეტიანის საუბრიდან არის ამონარდი, რომელიც ქუთათურთა მთავარმა მწრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მატჩისწინ გუნდში მშვენიერი განწყობაა. ვფიქრობ, ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და ფარერებში სასურველი ანგარიშით ჩავიდეთ.წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრის როლიც და მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე, გვერდში დაგვიდგნენ. ჩვენის მხრივ, ვპირდებით, რომ სასურველი ანგარიშის მისღწევად თავს არ დავზოგავთ", - ამბობს გიორგი ქიმაძე.

„ტორპედოსა" და "ვიკინგურის" მატჩი ტელევიზიით არ გადაიცემა, შესაბამისად, გულშემატკივრისთვის ტრანსლაციას, როგორც იმერული კლუბის ოფიციალური ფეისბიქგვერდი იუწყება, კლუბი უზრუნველყოფს.  სალაროებში, ბილეთების გაყიდვა, 26 ივლისს, დილის 11 საათიდან დაიწყება.