გამოყოლილი ეიფორია თუ ცივი გონება
გამოყოლილი ეიფორია თუ ცივი გონება
25.07.2018
ავტორი:

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს საჩხერის „ჩიხურა" თბილისში, „მიხეილ მესხზე". მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, საჩხერელთა მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს, სლოვენიელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად სახლში გრძნობდა თავს, „ჩიხურა" თბილისში. როგორც სჩანს, ტიპიური ევროპული კლუბი, რომელიც ყოველთვის 90-95 %-ით საშინაო თამაშების ფაქტორს სათავისოდ იყენებს, „ჩიხურას" „მდგმურის" სტატუსის სათავისოდ შემობრუნებას შეეცდება.

„ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშია და გვსურს წარმატება. ამიტომ, კონცენტრირებული ვართ გამარჯვებაზე. ვიცით, რომ „ჩიხურა" ძლიერი გუნდია და ვეცდებით, თამაში მოვიგოთ. არ შემიძლია ვისაუბრო მოწინააღმდეგის უპირატესობებზე საჯაროდ. ეს სწრაფი გუნდია, ტექნიკურად გამართული. მოგებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, არ იქნება ადვილი შეხვედრა", - ამბობს,  დარკო მილანი, "მარიბორის" მთავარი მწვრთნელი.




ქართული კლუბის მოწინააღმდეგის რიგებში, მხოლოდ 1 ტრავმირებული ფეხბურთელი მილეჩი ჰყავთ. გუნდის დანარჩენი მნიშვნელოვანი მოთამაშე თბილისშია ჩამოსულია და თავს კარგად გრძნობს. „ჩიხურამდე", „მარიბორმა",  3 ოფიციალური  თამაში და მზად არიან "ჩიხურასთან" შესახვედრადაც. გუნდი, თბილისში, 2 დღეა ჩამოვიდა, და "მიხეილ მესხამდე" სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზეც" მოასწრო ევარჯიშა.




„მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ, ვიცით, რომ არიან ფიზიკურად  ძლიერები და ბევრი შემსრულებელი ჰყავს, ვიდრე „ბეითარს". ორი მიმართულება აქვთ თამაშის: ფლანგებიდან შემტევების ჩართულობა, ასევე ნახევარმცველები ხშირად ცვლიან შეტევების ფლანგებს. მრავალფეროვნება აქვთ თავდასხმაში და ამის საშუალებას გუნდის სწრაფი ფეხბურთელები აძლევენ. ვნახეთ მათი რამდენიმე მატჩი, ყველაფერს დავაკვირდით. ფედერაციის პროგრამა ვაისკაუტი დაგვეხმარა მათი თამაშის სწავლაში. „ბეითარზე" ბევრად ორგანიზებული და ძლიერი გუნდია. გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ასევე, ახალგაზრდა სწრაფი შემტევებიც. იმედი მაქვს, ჩვენი ტაქტიკა გამოგვადგება მათ წინააღმდეგ", - ამბობს სოსო ფრუიძე, „ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი.




შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საჩხერის „ჩიხურა" იერუსალიმის საკმაოდ მაღალბიუჯეტიან „ბეითარი-ტრამპს" დაუპირისპირდა და ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. თბილისში 0-0 დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, საჩხერლებმა, რომლებიც ერვოტურნირის წინ, ლეგიონერებით არ გაძლიერებულან და არც ეროვნული ლიგის მოთამაშეთაგან დაუმატებიათ თითქმის არავინ, იერუსალმში გამართული საპასუხო მატჩის მოგება, ანგარიშით 1-2 შესძლეს და ქართული საკლუბო ფეხბურთის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.




„ეიფორიაზე ზედმეტია საუბარი, რადგან ვისაუბრეთ, რომ საფეხბურთო ქვეყნებიდან გამომდინარე, პირველი ეტაპის გავლა არაფერია. საქართველოსთვის სასიხარულოა ბეითარის გამოგდგება, მაგრამ გვაქვს შანსი, უფრო წინ წავიწიოთ. შეგვიძლია "მარიბორთან" მოგება, თუ დაკისრებულ დავალებებს ბოლომდე შეასრულებენ ბიჭები. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ გულშემატკივარში არის აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ამ დროს ერთიანდება ქართველი ხალხი და გასული წლებიდან მახსოვს, ჩვენს თამაშებზე ბევრი ხალხი მოვიდა. ამიტომ, ველოდებით ბევრ ქომაგს", - ამბობს სოსო ფრუიძე.




„ჩიხურა" 26 ივლისს, მიხეილ მესხზე, 20:00 დაუპირისპირდება „მარიბორს". ქართული გუნდისთვის ეს შეხვედრა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სტადიონზე მისული გულშემატკივარი, „ჩიხურას" მე-12 მოთამაშე გახდება. ეს კი ის ფაქტორია, რისაც ისევე როგორც ყველა სტუმარი გუნდი, „მარიბორიც" უფრთხის.