
26 აგვისტოს, ათენში „აკროპოლისის თასის" გათამაშების ბოლო დღეა. საქართველოს ნაკრები იტალიის გუნდს, თბილისის დროით 19:45 წუთზე დაუპირისპირდება, თუმცა დასკვნით დღემდე, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ელინების სამშობლოში ოქროს საწმისი არა, მაგრამ „აკროპილისის თასი" ქართველებმა უკვე დაიბევეს. ამისთის, საკმარისი გამოდგა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, ჯერ მასპინძელი ბერძნები, შემდგე კი სერბები დაემარცხებინა. ბოლო შეხვედრა იტალიასთან, რომელმაც ორი შეხვედრა წააგო, უკვე მხოლოდ ფორმალობაა. საბერძნეთში მიმდინარე ტურნირს და ბოლო შეხვედრას ჩვენი ნაკრების წევრები თამაშის შემდეგ, ასე აფასებენ.
„პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. კმაყოფილი ვარ დაცვაში თამაშით. შესასწორებელია მცირე დეტალები და ამას გავაკეთებთ. მნიშვნელოვანი ის არ არის, რომ მოვიგეთ, რომ ჩვენ, ვართ გუნდი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გუნდის ყველა წევრი იბრძვის. თუმცა ვიმეორებ, ეს მოგებები არის 0-ის ტოლფასი, თუკი ჩვენ ვიფიქრებთ, რომ გავიმარჯვეთ ტურნირის ფავორიტებთან და დავივიწყებთ მთავარ მიზანს. მთავარი მიზანი კი არის თამაშიდან თამაშამდე, შევძლოთ მომატება, რადგან, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება რისი ძალა შეგვწევს" - ამბობს ილიას ზუროსი, ეროვნული საკალთბურთი ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
„დიდი სამუშაო გავაკეთეთ. კარგად ვითამაშე დაცვაში. ვფიქრობ, რომ თამაშისთვისაც კარგად ვიყავით მომზადებულები და ეს შედეგზეც გამოჩნდა" - ამბობს მაიკლ დიქსონი.
„ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელს სამწვრთნელო შტაბს. ევრობასკეტის წინ, დიდი სამუშაო გავაკეთეთ. გუნდი შევიკარით, უფრო თავდაჯერებული გავხდით და ძალიან გახარებულები ვართ ყველა" - ამბობს, დუდა სანაძე.
„აკროპილისისი თასის" გათამაშება, ძალიან პრესტიჟული ტურნირია. მასში, ტრადიციულად ძლიერი გუნდები მონაწილეობენ. ჩვენი ნაკრებისთვის, ამ ტურნირში მონაწილეობა, თავიდანვე, დიდი პატივი იყო და ამავდროულად, მოსამზადებელი ეტაპის, უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ევრობასკეტის წინ, ძლიერ მეტოქეებთან სპარინგი, ჩვენთვის სასარგებლოა. ჩვენდა საამაყოდ, ორი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და დროზე ადრე გავხდით ტურნირის გამარჯვებულები. ეს, ორმაგად სასიხარულოა, რადგან ჩვენი მეტოქეები ევრობასკეტის ფავორიტთა შორის არიან. ურთულესია, ზედიზედ რამდენიმე თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება, მაგრამ ისრაელშიც, სწორედ ასე მოგვიწევს. ასე, რომ უნდა მოვემზადოთ. მიუხედავად წარმატებისა, შეცდომები ისევ ბევრი გვაქვს. ვეცდებით, გამოვასწოროთ. რაც შეეხება „მოკლე სკამს", ზაზას დაბრუნებით, როტაცია ცოტა უფრო გაგვიადვილდება. იმედია, ზაზა შეძლებს დაბრუნებას. მინდა, მივულოცო გულშემატივარს ეს წარმატება და ათენში მოსულ ქართველებს კი, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქომაგობისთვის" - ამბობს კოტე ტუღუში, ნაკრების მწვრთნელი.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართველი კალათბურთელები 29 აგვისტოს ისრაელში გაემგზავრებიან. მოახერხებს თუ არა ზაზა ფაჩულია გუნდათ ერთად თამაშს, სავარაუდოდ ზეგ გაირკვევა. გუშინ კი ზაზამ ინდივიდუალურად ივარჯიშა, მსუბუქად იძუნძულა. ისევე, როგორც ყველა გულშემატკივარი TSFF.GE-ც იმედს ვიტოვებთ, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დროს, ზაზა თამაშსს შესძლებს.






ჩვენ








