
საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების პირველი 2 წრის საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, ქართულ ჩემპიონატში აღარ ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ, უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე, ოთარ კიტეიშვილის მოსალოდნელ ტრანსფერზე, აქტიურად ალაპარაკდნენ.
კიტეიშვილის „დინამო თბილისიდან" წასვლის შესახებ, ერთ-ერთ მედიასთან საუბარში კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამაც განაცხადა. ფიფიას თქმით, ოთარ კიტეიშვილი კარიერას ავსტრიულ ბუნდესლიგაში, გრაცის "შტურმში" გააგრძელებს. ამ ინფორმაციით, კი კიტეიშვილის შესახებ, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ანდა, ლალიგა 2-ში გადასვლის თემაზე ვაჭრობაც დასრულდა.

„დინამო თბილისის" კაპიტნის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ, ქართულ საფეხბურთო წრეებში ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშებისთანავე ლაპარაკობდნენ. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდიდან კიტეიშილის წასვლის თარიღად კი, სოწრედ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, კონკრეტულად კი „დინამო თბილისის" ევროტურნირების გამოსვლისშემდგომი პერიოდი სახელდებოდა.

აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაციას TSFF.GE-ც ფლობდა, თუმცა თავად ფეხბურთელის თხოვნით და რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან, კონკრეტული კლუბის გარკვევამდე, ჩვენც ინფორმაციის გახმაურებისგან თავს ვიკავებდით. მას შემდეგ კი, რაც „დინამო თბილისის" პრეზიდენტის განცხადება გახმაურდა და ფეხბურთელის სოციალირი ქსელის პირად გვერდზეც, „დინამო თბილისის" კაპიტნისადმი გამოსამშვიდობებელი პოსტები დაიდო, კიტეს ტრანსფერის შესახებ გადავწყვიტეთ დამატებითი ინფორმაციაც გვეცნობებინა.

„გუშინდელი დღესავით მახსოვს დინამოში რომ მოხვედი კიტე ჩემო ძმაო!!! იმ დღის მერე დაიკავე ჩემს გულში ადგილი და მარადჟამს ასე იქნება, შენ იმ კატეგორიის ფეხბურთელებს ეკუთვნი რომლებიც დღემდე ატარებენ იმ სამაყო და სანუკვარ სახელს რასაც დინამოელი ქვია!!! დინამოში ბევრ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ იყო დინამოელი ეს ერთეულების ხვედრია!!! შენ, შენი საქციელით, კაცობით, ადამიანობით დაიმსახურე იყო დინამოელი !!! დიდი მადლობა ყველაფრისთვის კაპიტანო!!! წარმატებები!!!", - ნათქვამია „დინამო თბილისის" ქომაგთა მე-17 სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრის მიმართვაში.

ტრანფერმარკეტზე ქართველი ფეხბურთელი საბაზრო ღირებულება 800 ათასი ევროა. ოთარ კიტეიშვილი „შტურმთან" 4-წლიან კონტრაქტს ოფიციალურდ ხელს ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ მოაწერს, სადაც სამედიცინო შემოწმებას და სხვა ოფიციალურ პროცედურებს გაივლის. მანამდე კი, კიტეიშილი ტრანსფერის შესახებ, საუბრისგან თავს იკავებს და „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან ერთად აგრძელებს ვარჯიშს.






ჩვენ








