
თბილისსა და ქუთაისში უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.
ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის" სტადიონზე, „ტორპედომ" საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ახლა, ფარერებზე, ადგილობრივი „ვიკინგურის" წინააღმდეგ ტაქტიკურად გააზრებული თამაშის შემდეგ, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.

„ტორპედოსა" და „ვიკინგურის" პირველ შეხვედრაში კი ანგარიში მასპინძლებმა 27-ე წუთზე გახსნეს. მათე ცინცაძის ჩაწოდებულ კუთხურს, თორნიკე კაპანაძის თავური მოჰყვა. ტორპედოელებმა მეორე ტაიმის ბოლოსკენ კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხეს. ჯერ, 73-ე წუთზე თავი გიორგი ქიმაძემ გამოიჩინა. მოგვიანებით, 85-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ, ანგარიში 3-მდე გაზარდა. ქუთაისელებმა მატჩი 3-0 მოიგეს. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა კი 2 აგვისტოს გაიმართება.
„გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. დღეს, კომფორტული ანგარიშით მოვიგეთ. თუმცა, მეტოქესაც ჰქონდა რამდენიმე რეალური მომენტი. გამარჯვების მიუხედავად, განმეორებით მატჩშიც უნდა ვიბრძოლოთ და ფარერებშიც მოსაგებად უნდა ჩავიდეთ. მადლობას ვუხდი ბიჭებს ასეთი თამაშისთვის", - ამბობს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.

***
ნულოვანი ფრე დაფიქსირდა თბილისში. უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, „მიხეილ მესხზე", სადაც საჩხერის „ჩიხურა" სლოვენიურ „მარიბორს" დაუზავდა 0-0. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, საჩხერლებს, მეორე ტაიმის ერთ 15-წუთიან მონაკვეთში და შემდეგ უკვე მარტჩის მიწურულს შეეძლოთ გოლის გატანა, რაც საპასუხო მატჩის წინ, მცირედი შვება იქნებოდა ქართული გუნდისთვის. 100%-იანი საგოლე მომენტი მატჩის მიწურულს ირაკლი ბუღრიძემ ვერ გამოიყენა.

"მოგება, ჩვენთვის მისაღები შედეგი იქნებოდა. თუმცა, კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. გვეშინოდა, "მარიბორის" სწრაფი შეტევების, რომლებიც ფლანგებიდან რამდენჯერმე განახორციელეს.ვფიქრობ, რომ მეტი ფიზიკური კონდიცია გვჭირდებოდა, რადგან ბოლომდე გვეთამაშა შეტევაში. თუმცა, ის მომენტებიც, რომელიც გვქონდა, ასეთი დონის გუნდთან აუცილებლად უნდა გამოიყენო, რადგან სხვაგვარად წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლება", - აღნიშნა მატჩის შემდეგ სოსო ფრუიძემ, „ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა.

ამავე პრეს-კონფერენციაზე სოსო ფრუიძემ ხაზის გაუსვა, რომ „ჩიხურას" დააკლდა ოსტატობა. საპასუხო მატჩის დროს, კი როდესაც საჩხერლებს „მარიბორის" სახიფათო სტანდარტულებთან კიდევ ერთხელ მოუწევთ შებრძოლება, არ არის გამორიცხული, რომ ქართულ გუნდს ერთ-ერთი წამყვაი ფეხბურთელი ირაკლი ლექვთაძეც დააკლდეთ, რომელმაც დღევანდელ მატჩში, მეორე ტაიმში მიიღო ტრავმა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „მარიბორის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დღევანელ შეხვედრაში ის, მეტოქეს დააკვირდა და საპასუხო მატჩში, ქართულ გუნდს ამ თამაშისგან განსხვავებულს დაუპირისირებს. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ „ჩიხურამ" უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩიც ანალოგიურად ფრედ, 0-0 ითამაშა „ბეითართან". იერუსალიმში კი საპასუხო მატჩში გამარჯვება მოახერხა.






ჩვენ








