
6-4, 0-6, 7-5 ნიკოლოზ ბასილაშვილმა, სწორედ ამ ანგარიშით მოიგო ტურნირი ჰამბურგში.
ნიკა ბასლიაშვილი, ალექსანდრე მეტრეველის შემდეგ ის ქართველი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შესძლო. 500-ანიანი ტურნირის ფინალამდე, ქართველმა ჩოგბურთელმა, ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის საჩოგბურთო ჩემპიონატის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და შესაბამისად, თავის მეტოქეებზეც და მათ შორის ლეონარდო მაიერზე 2-ით მეტი მატჩი ჩაატარა.
½ ფინალში, ნიკამ, ჩილელი ნიკოლას იარი 3 სეტში, 7-5, 0-6, 6-1 დაამარცხა და ფინალში ჰამბურგის ტურნირის რამდენიმე გზის ფინალისტს და ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, არგენტინელ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდა. ფინალურმა დაპირისპირებამ 2 საათზე მეტ ხანს გასტანა. პირველი სეთი ქართველმა ჩოგბურთელმა 6-4 მოიგო. თუმცა, მეორე, ½ ფინალის მსგავსად მშრალი ანგარიშით 0-6 დასთმო. მატჩის გადამწყვეტი, მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მაიერიც და ბასილაშვილიც თავის მოწოდებებს იგებდნენ. თუმცა, საბოლოოდ ქართველი ჩოგბურთელი ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული გამოდგა და ჯერ მაიერის მოწოდებებზე მოიგო გეიმი, შემდეგ კი გადამწყვეტი სეტიც 7-5.
ATP-ის ამ 500-იანი ტურნირში გამარჯვების შემდეგ, 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტოპ 50-ეულში აინაცვლა და ახლა, მას უახლოეს ტურნირებში სარეიტინგო ქულების დაცვა მოწუევს. კონკრეტულ ტურნირზე გამომუშავებული თანხით კი, რომელიც 300 ათას ევროზე მეტია, ბასილაშვილი მომავალი წარმატებებისთვის ე.წ. სამწვრთნელო ჯგუფის (მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი) შექმნას გეგმავს.





ჩვენ








