
ავთანდილ ჭრიკიშვილი და გურამ თუშიშვილი, ხორვატიაში, ზაგრების გრან-პრის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ტაველური გახდა. დღევანდელი საასპარეზო დღის შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.
ზაგრების გარნ-პრის გათამაშებაში სტარტი 6 წონით კატეგორიაში 7 ქართველმა აიღო: 60კგ-ში ლაშა ჩადუნელი, 66კგ-ში თორნიკე ნაგლიაშვილი, 81კგ-ში თამაზ კირაკოზაშვილი და კობა მჭედლიშვილი, 90კგ-ში გიორგი პაპუნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. 100კგ-ში ლაშა ტაველური, +100კგ -ში კი გურამ თუშიშვილი და გიორგი ქავთარაძე. თუმცა, პირველი 2 დღე ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

დღეს კი საქართველოს ნაკრებს ზაგრების გრან-პრის გათამაშებაზე პირველი მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიტანა. 8 თვიანი შესვენების შემდეგ ტატამზე დაბრუნებულმა ჭრიკიშვილმა -90 კგ. წონით კატეგორიაში 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონი კუბელი ესლი გონსალესი დაამარცხა.
ავთანდილის შემდეგ, კიდევ ერთი, მხოლოდ, ბრინჯაოს მედალი -100 კგ, წინით კატეგორიაში ლაშა ტაველურის ანგარიშზეა.

ქართველ ძიუდოსტთა ნაკრებს ბოლო, ხორვატული ოქრო გურამ თუშიშვილმა მოუტანა. +100 კგ წინოთ კატეგორიაში მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში, ევროპის ჩემპიონატის ჩაგდების შემდეგ, ქართველ ძიუდოისტთა მზადებას, სპორტის ქომაგები განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან. მსოფლიოს ჩემპიონატამდე კი, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართება, ქართველ ძიუდოეისტებს მოსამზადებლად მხოლოდ ერთი, ბუდაპეშტის ტურნირი რჩებათ, რომელიც თავისმხრივ 10-12 აგვისტოს გაიმართება.





ჩვენ








