
ოთარ კიტეიშვილმა დღეს ავსტრიულ კლუბთან ოფიციალურად გააფორმა ოთხწლიანი ხელშეკერულება. ავსტრიული „შტურმში" 22 წლის ქართველი ნახევარმცველი მეხუთე ქათველია დავით მუჯირის, გიორგი შაშიაშვილის, გიორგი ფოფხაძისა და ილია კანდელაკის შემდეგ. სწორედ ასე დაიწყო ოთარ კიტეიშვილის წარდგენა, ქართველი ფეხბურთელის ახალმა კლუბმა.
ამის შემდეგ კიტეიშვილის ახალი კლუბის ოფიციალური საიტო „შტურმის" გულშემატკივარს დაწვრილებით მოუთხრობეს 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიღწევებზე და იმედს გამოთქვამს, ოთარის „წარმოუდგენელი პოტენციალი, განსაკუთრებით შემტევი თამაშისას" „შტურმს" აუცილებლად გამოადგება. ამ ეტაპზე კი კლუბის საწმვერთნელო შტაბი მიმართულია იმაზე, რომ კიტეიშვილმა გუნდთან ადაპტაცია მალე მოახდინოს. კიტეიშვილი ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს 2 აგვისტოდან შეუდგება.
„დინამო თბილისი" არის გუნდი, რომელმაც ბევრი მასწავლა და დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად იცავდა „დინამოს" სახელს, იმ მაგარ გულშემატკივარს, რომელიც მუდამ გვერდში გვედგა. ახალ გუნდში, კარგად დამხვდნენ. „შტურმი" არის ძალიან ტრადიციული და ისტორიული გუნიდი, რომელსაც ჰყავს ბრწყინვალე გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა მოვსულიყავი", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი TSFF.GE-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისის" კაპიტანიოთარ კიტეიშვილი ისევე, როგორც პირველი წრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ავსტრიაში გამგზავრებამდე, 22 წლის მოთამაშეს პრიზი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.
2014-2018 წლებში, ოთარ კიტეიშვილმა „დინამო თბილისის" შემადგენლობაში 126 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ეროვნული ლიგის გათამაშებაში მეორე წრის შემდეგ, მის ანგარიშზე 11 გატანილი გილი და 9 საგოლე გადაცემაა. ეს კი, ეროვნული ლიგის ორი წრის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო.





ჩვენ








