
ქუთასის „ტორპედო" უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ფარერებზე 31 ივლისს გამთენიისას გაემგზავრა. ქუთაისელები „ვიკინგურის" წინააღმდეგ 2 აგვისტოს, 22:00 გამართავენ საპასუხო შეხვედრას. მანამდე კი ქართულ გუნდს ერთი დღით დანიაში, კოპენჰაგენში დარჩენა მოუწევს. ხვალ, გუნდი ფარერებზე გადაფრინდება. საღამოს კი, მსუბუქ ვარჯიშს ჩაატარებს.
ფარერებზე, „ვიკინგურთან" საპასუხო მატჩში ტორპედოელებს 4 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ტრავმების გამო საქართველოში დარჩნენ ლევან კუტალია და თენგიზ წიქარიძე. კლუბის ახლადშეძენილი 2 ლეგიონერისთვის, დაფესა და გლეოფილოსთვის კი ამ ეტაპზე სავიზო პრობლემის მოგვარება ვერ მოხეხრდა.
იმ შემთხვევაში, თუკი „ტორპედო" „ვიკინგურის" ბარიერს დაძლევს, მომდევნო ეტაპზე ლეგიონერების სავიზო პრობლემა მოგვარებული იქნება. აი, რაც შეეხება ტრავმირებულებს აქ ცოტა უფრო სერიოზული პრობლემაა და კუტალიას და წიქარიძის დაბრუნებაც მათ გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული. ლევან კუტალიამ, გუშინ სოციალურ ქსელში, ქუთაისლეთა ოფიციალურ გვერდზე მიმართვა გამოაქვყნა.
„ტირასპოლში რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე, რასაც თავად ყველაზე მეტად განვიცდიდი. ამის გამო, ჩემ მიმართ სერიოზული კრიტიკა ისმოდა, რაზეც ძალიან ვინერვიულე. თამაშის შემდეგ თავი ცუდად ვიგრძენი და საავადმყოფოში გადამიყვანეს. იქ კიდევ უფრო ვინერვიულე, რადგან თავიდან გამოთქვეს ვარაუდი - გული ცუდ მდგომარეობაში გაქვს და, შესაძლოა, ფეხბურთი ვეღარ ითამაშოო. ექიმმა მითხრა, ღმერთს ჰყვარებიხარ, რადგან ახლა კარგად ხარ და კიდევ დიდხანს ითამაშებო...", - წერს ლევან კუტალია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, „ვიკინგურთან" მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის ბომბარდირი ლევან კუტალია ჰაერის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ფეხბურთელს გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა გუნდს ფარერებში ვერ გაყჰყვა.
„ვიკინგურის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, უეფა-ს ევროპა ლიგის მომდევნო საკვალოფიკაცო მატჩს, ქუთაისელები თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე" 9 აგვისტოს გამართავენ.





ჩვენ








