„ჩიხურა“ სლოვენიაშია
„ჩიხურა“ სლოვენიაშია
01.08.2018
ავტორი:

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის გასამართად საჩხერის „ჩიხურა" უკვე სლოვენიაში იმყოფება. როგორც სოციალურ ქსელში, ქართული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, „საჩხერის „ჩიხურა" თამაშამდე ორი დღით ადრე მარიბორში სასტუმრო Hotel City Maribor -ში დაბინავდა. გუნდმა საღამოს მარიბორის ბაზაზე ივრჯიშა, ხვალ კი წინასამატჩო ვარჯიშს Ljudski არენაზე გამართავს.

საჩხერის „ჩიხურა" 2 აგვისტოს უეფა ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებით შეხვედრას სლოვენიის „მარიბორთან" სტუმრად გამართავს. (პირვლი შეხვედრა 0-0).

სამწუხაროთ ტრამვის გამო ირაკლი ლექვთაძე და შოთა კაშია სლოვენიაში გუნდს ვერ დაეხმარება.

სოსო ფრუიძე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა სლოვენიაში: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე".

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალოფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „ბეითართან", თბილისში ფრედ 0-0 დასრულდა. საპასუხო მატჩი კი გასვლაზე „ჩიხურამ" მოიგო და უეფა-ს ევროპა ლიგაზე ასპარეზობა გააგრძელა.