
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა საფეხბურთო გუნდი 4 აგვისტოს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, პირველ საერთაშორისო ამხანაგურ საფეხბურთო შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანელ კოლეგებთან.
„ბოლო წლებია, ქართული გუნდები აზერბაიჯანულ კლუბებს ევროტურნირებზე ხშირად ხვდებიან და ყველა მატჩი ჩვენთვის კრახით სრულდება, რაც გულშემატკივარს ძალიან ტკენს გულს. ახლა კი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ვხვდებით. 4 აგვისტო, ეს ის დღეა, როდესაც გთხოვთ, რომ მოხვიდეთ, თამაშზე. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი სტიმული იქნება და უდიდეს ენერგიას მოგვცემს მეტოქის დასამარცხებლად", - ნათქვამია ჟურნალისტთა მიმართვაში, რომელსაც ისინი საკუთარი გუნდის სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებმა საფეხბურთი გუნდი 2018 წლის მარტში ჩამოაყალიბეს და მჭიდრო სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ყოველკვირეულად 2-3 ვარჯიშს მაინც ახერხებენ. პირველ საერთაშორისო ამხანაგურ თამაშამდე, ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა გუნდმა რამდენი მატჩის გამართვაც მოასწრო „აჭარაბეთთან", „სიქლ ტვ"-სთან და „იმედის ფსონთან". თუმცა, ჟურნალისტების სპორტული ამბიცია, ამით არ შემოიფარგლება და 2018 წლის სექტემბრიდან ისინი, ფუტსალის მოყვარულთა ლიგაშიც ფიქრობენ ასპარეზობის დაწყებას. კონკრეტული შეხვდრისთვის კი ჟურნალისტთა გუნდს გვერდში სფფ და საქართველოში ადიდასის მაღაზიათა ქსელი დაუდგა გვერდში.





ჩვენ








