„ტორპედო“ აგრძელებს, „ჩიხურა“ ნახევარმილიონ ევროს დასჯერდა...
„ტორპედო“ აგრძელებს, „ჩიხურა“ ნახევარმილიონ ევროს დასჯერდა...
03.08.2018
ავტორი:

უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები ჩაატარეს დღეს ქართულმა კლუბებმა ქუთაისის „ტორპედომ" და საჩხერის „ჩიხურამ".  თუკი ქუთაისელებს სახლში, პირველი შეხვედრა „ვიკინგურთან" მოგებული ჰქონდათ 3-0 და მდუღარე ქართულ კლიმატთან შედარებით რადიკალურად განსხვაბებულ, ცივ ფარერებზე უწევდათ საპასუხო შეხვედრის ჩატარება, საჩხერლების ამოცანა უფრო რთული იყო. „ჩიხურამ" კი, თბილისში „მარიბიორთან"  0-0 ითამაშა.

„ჩიხურა"

თუკი გავითავლისწინებთ იმ გარემოებას, რომ სლოვენიურ „მარიბორთან" საჩხერლებმა თბილისში, მატჩის მიწურულს 100%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და სამართლიანობისთვის, ისიც უნდა ითქვას, რომ ფიზიკურად ქართული კლუბის მეტოქე ბევრად უფრო კარგად იყო მომზადებული, აშკარა იყო, რომ მარიბორში, საჩხერლებს გაუჭირდებოდათ.




მატჩის პირველი ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძელთა კარნახით წარიმართა, ისინი სრულად აკონტროლებდნენ ბურთს და დინო ჰამზიჩსაც უფრო მეტად აწუხებდნენ, ვიდრე ამას სოსო ფრუიძის გუნდი ახერხებდა. ანალოგიური სცენარით გაგრძელდა მეორე ტაიმიც. „მარიბორი" უტევდა, საჩხერლები კი,  საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე „მარობორის" ნახევარზე თავისუფალი სივრცეების მოძებნაში. 70-ე წუთზე ანგარიში ლუკა ზაჰოვიჩმა გახსნა, 1-0. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, „ჩიხურას" 1 გოლიც აძლევდა ხელს. თუმცა, გაშვებული გოლის შემდეგ, 3-წუთიან შუალედში ორი 100%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა მიხეილ სარდალიშვილმა. საბედნიეროდ, შანის გაუშვეს ხელიდან სლოვენიელებმაც. ბურთი ჯერ ძელს მოხვა, შემდეგ კი დინო ჰამზიჩმა ითამაშა კარგად.  

საერთოდ, გაშვებული გოლის შემდეგ, „ჩიხურა" გააქტიურად და ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. თუმცა, საჩხერლებს, გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე აკლდებოდათ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე, კი „მარიბორმა" მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 2-0.

ამ წყვილიდან უეფა-ს ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე, ორი შეხვერის ჯამში „მარიბორი" გავიდა. „ჩიხურას" კი ნუგეშად ევროპა ლიგიდან ნახევარ მილიონ ევროზე ოდნავ მეტი ერგო.


„ტორპედო"

ორი შეხვედრის ჯამში 7-0 და 1 მლნ. ევროზე მეტი უეფა-სგან. ეს ქუთასის „ტორპედოს" 2018-19 წლების სეზონის მონაგარია ამ მომენტისთვის. დღეს „ვიკინგურის" დამარცხების შემდეგ, ანგარიშით 0-4, საქრათველოს მოქმედი ჩემპიონი უეფა-ს ევროპა ლიგის მომდევნო მატჩისთვის იწყებს მზადებას.

9 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანურ „კუკეშს" შეხვდება, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია თამაშობს და რომელიც 2 დღის წინ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან, აზერბაიჯანულმა „ყარაბახმა" გამოთიშა.




ფარერის კუნძულებზე, სადაც ქუთაისური ცხელი ამინდისგან განსხვავებით საკმაოდ ციოდა, ტორპედოელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. მე-11 წუთზე ანგარიში მილოშ ლაჩნიმ გახსნა. მათე ცინცაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „ვიკინგურის" კარში ბურთი თავით გადააგზავნა მამუკა კობახიძემ. შეხვედრის 24-ე წუთზევე ანგარიში 0-2 იყო სტუმრების სასარგებლოდ და უკვე ცხადი იყო, რომ „ტორპედომ" უეფა-ს ევროპა ლიგის ეს ეტაპი გადალახა.

შესაძლოა ამიტომაც ქუთაისელებმა მეორე ტაიმი არეულად დაიწყეს. შედეგად, საკუთარ კარში გოლიც მიიღეს. თუმცა მსაჯმა, რომელიც ახლოს იყო მოვლენებთან, „ვიკინგურს" გოლი არ ჩაუთვალა. „ტორპედო" კი გააქტიურდა და 59-ე წუთზე ალექსანდრ აზაცკიმ მესამედ აიღო ფარერელთა კარი 0-3. დარჩენილ დროში, შეხვედრაში, კახა ჩხეტიანის ბიჭები სრულად დომინირებდნენ, აკონტროლებდნენ ბურთს, მატჩის 75-ე წუთიდან კი სამ ცენტრალური მცველით დაიწყეს თამაში. მიუხედავად ამისა, 81-ე წუთზე ფლანგიდან მათე ცინცაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, „ტორპედომ" მე-4 გოლი გაიტანა. უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ამ შეხვედრაში წერტილი თორნიკე კაპანაძემ დაუსვა.