შენგელია დაასვენეს, ტურნირში კი გამარჯვება გავიფორმეთ
შენგელია დაასვენეს, ტურნირში კი გამარჯვება გავიფორმეთ
26.08.2017
ავტორი:

„კლაიპედის თასი“, „თბილისის მერიის თასი“, „აკროპოლის თასი“ და რაც მთავარია ერთმანეთის მიყოლებით დამარცხებული ევროპის საკალათბურთო გრანდები. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის, ევრობასკეტი 2017-ის მოსამზადებელი პერიდოდი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ქართველი კალათბურთელები დღეს, ათენში მორიგი ამხანაგური ტურნირის მოგებას იზეიმებენ და ხვალიდან, უკვე დღევანდელი თამაშის გარჩევას „ჩაუჯდებიან“.

ჯერ კიდევ თბილისში, ჩეხეთთან თამაშის შემდეგ, ქართველთა მწვრთნელი ილიას ზუროსი აღნიშნავდა, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატამდე გუნდს ჰქონდა გამოსასწორებელი ხარვეზები, მაგრამ ამისთვის დრო კიდევ იყო. ამ ხარვეზთა შორის, ზუროსი აქცენტებს დაცვით თამაშზე აკეთებდა. თუმცა ბერძნული ტურნირის პირველ 2 თამაშში, ჩვენმა კალათბურთელებმა გვაჩვენეს, რომ შეულძებელი არაფერია. „აკროპოლისის თასის“ პირველ 2 თამაშში, 3-ქულიანების პროცენდტიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს, პერიმეტრის დაცვა უკვე გაუმჯობესებული აქვს. ზუროსის დავალებებს ამ კუთხით,  მაიკლ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე კარგად ართმევენ თავს. ამას გარდა, ნაკრებს საჯარიმოების პრიცენტიც საკმაოდ მაღალი აქვს. ვისაც ახსოვს, საჯარიმოები, ქართველი კალათბურთელების აქილევსის ქუსლიც იყო ადრე. კიდევ ერთი და მთავარი მომენტი - ზუროსმა მოახერხა ის, რომ გუნდი საბოლოოდ შეთამაშდა. ახლა, ევრობასკტეზე მთავარია, საქართველოს ნაკრებმა ფსიქოლოგიური მუხტი თანაბრად გადაანაწილოს.

რაც შეეხებდა დღეს დასრულებულ ტურნირს და ჩვენების ბოლო შეხვედრას, ბუნებრივია, რომ ზუროსმა, მეორე ეშელონის მოთამაშეებს მისცა თამაშის საშუალება. დაასვენა გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელია, რომელიც განაცხადშიც კი არ ჰყდავდა შეყვანილი. თითქმის, არ ათამაშა გიორგი შერმადინი. შესაბამისად, მიხეილ ბერიშვიმა, ილია ლონდარიძემ, გოგა ბითაძემ, ანატოლი ბოისამ, გიორგი გამყრელიძემ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნაკრებს საყურადღებო წინააღმდეგობა გაუწიეს. ბუნებრივია ისიც, რომ ქართველთა მწვრთნელი ევრობასკეტის წინ, იტალიის ნაკრებს, რომელიც ისრაელში, ჩვენთან ერთად ასპარეზობს და ჯგუფში ბოლო შეხვედრაში გვხდება (6 სექტემბერს),  ყველა „კარტს“ არ გაუხსნიდა. მითუმეტეს, რომ სამ ამხანაგურ ტურნირში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ევროპის საკალათბურთო წრეებში, ქართველთა ნაკრების შესახებ ცოტა „ფრთხილად“ დაიწყეს ლაპარაკი.

არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ საკალათბურთო სამყაროც, ისეთივე „სასახლეა“ სადაც „სამეფო კარს“, „კონკიას“ მიღება გაუჭირდება. თუმცა, მე-4 ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა და ჩვენი ბიჭების მონდომება, ადრე თუ გვიან, „აიძულებს“, მაგალითად მსაჯებს, იქ „დაუსტვინონ“, სადაც „დასასტვენია“ და  „სამი მაიმუნის“ მიდგომა შეცვალონ. ამას, დრო მოიტნას.

მანამდე, კი O.A.K.A. –ს არენაზე, ქართველებმა მესამე შევხედრაც ტრადიციულად მძიმედ დაიწყეს. პირველი მეოთხედი 9 ქულით წავაგეთ, პირველი  ნახევარი 10 ქულით. მესამე პერიოდი ჩვენი იყო, ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა, პერიოდი კი 24-17 მოვიგეთ. თუმცა, იტალიელები, ალბათ, მაინც გამოცდილების და რამდენიმე ზუსტი სამქულიანის ხარჯზე, მე-4 მეოთხედის ბოლოსკენ დაწინაურდნენ. საბოლოოდ შეხვედრა 8 ქულიანი სხვაობით წავაგეთ, 65:73, თუმცა კონკრეტულად ამ ტურნირზე, ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰოქნდა. ახლა , მთავარია იტალიას, ისრაელში შევებრძოლოთ სათანადოდ. ეს ევრობასკეტზე, ჩვენთვის ბოლო შეხვდერდა იქნება ჯგუფში და შესაძლოა ბევრიც სწორედ იქ, გადაწყდეს.

„აკროპოლისის თასის“ ბოლო შეხვედრაში ქართველთა შორის, საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი14 ქულითა და 9 მოხსნით. 11 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა გიორგი ცინცაძეს. 10 ქულა  მაიკლ დიქსონს, 7 - გოგა ბითაძეს, 6 ქულა დუდა სანაძეს, 5 -5 ილია ლონდარიძეს და მიხეილ ბერიშვილს და 4 გიორგი გამყრელიძეს და მხოლოდ, 3 ქულის დაგროვება შესძლო მანუჩარ მარკოიშვილმა.  

ათენში დასრულებულ ტურნირს, ყოველდღიურად ასობით ქართველი ემიგრანტი ესწრებოდა. ქართველმა კალათბურთელებმა მათ, სითბოსთვის და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს.  ახლა ჯერი, ისრაელზე და „წმინდა მიწაზე“ საქართველოდან ასულ ებრაელებზეა, რომლებიც იმედი გვაქვს, საქართველოდან ჩასულ გუნდს სითბოს არ მოაკლებენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტოები