დღეს, ეროვნული ლიგა განახლდება
დღეს, ეროვნული ლიგა განახლდება
03.08.2018
ავტორი:


დღეს, 20:00 საათზე, თბილისში, „დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება. ელუგის მე-3 წრის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისი" „რუსთავს" დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისი" და „რუსთავი" მესამედ ხვდებიან ერთმანეთს და ამ დაპირისპირებებში ჯერჯერობით საყაიმო ანგარიშია.

ეროვნული ლიგის გათამაშების 2 შეხვედრა ხვალ 4 ივნისს გაიმართება. თბილისში, „მიხეილ მესხი 2"-ზე, „ლოკომოტივი" „სამტრედიას" უმასპინძლებს, მოგვიანებით კი „მიხეილ მესხის" მთავარ სტადიონზე „საბურთალო" „სიონს" დაუპირისირდება.  ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა კი 6 აგვისტოს გაიმართება და ამ დღეს „ჩიხურა" „კოლხეთი 1913"-ს, ხოლო „ტორპედო" გორის „დილას" შეხვდება.

ამ მატჩებამდე ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა შესვენების დროს, კლუბებში განცორციელებული ტრანსფერების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

„ეროვნულ ლიგაში სატრანსფერო პერიოდი 26 ივნისს გაიხსნა და დღემდე მიმდინარეობს... ქვევით შეგვიძლია ვნახოთ ბოლო ერთი თვის მანძილზე კლუბებში მომხდარი ცვლილებები.

დინამო თბილისი"

მოვიდნენ: მათე ვაწაძე, სტეფან სიკაჩი (მოლდოვა)

წავიდნენ: ნიკა ძალამიძე, ოთო გოშაძე, ოთარ კიტეიშვილი

რუსთავი"

მოვიდნენ: ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი ხიდეშელი, თეიმურაზ ღონღაძე, რაფაელ ჩუკურა (ნიგერია), ირაკლი კლიმიაშვილი (იჯარით იყო მერანში), თორნიკე თარხნიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა გადრანი, ცოტნე კაპანაძე, გიორგი ბუგულოვი

წავიდნენ: მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, მათე ცინცაძე, თამაზ მაქაცარია, ავთო ენდელაძე, ბექა მიქელთაძე (იჯარით ანორთოსისში)

ჩიხურა"

მოვიდნენ: მიშიკო სარდალიშვილი

წავიდნენ: პედრო გუგა (ბრაზილია)

დილა"

მოვიდნენ: პა ომარ ბაბოუ (გამბია), თორნიკე გრიგალაშვილი, გაირა ჯოოფი (გამბია), გიორგი გადრანი, ერიკს სანტოსი (ბრაზილია), გოგიტა გოგუა, ლუკა გუგეშაშვილი

წავიდნენ: გიორგი ფანცულაია (იჯარით სამტრედიაში), ჯემალ გოგიაშვილი, ალვინ ფორტესი

ტორპედო"

მოვიდნენ: მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა), ლევან გეგეჭკორი, ლაზარ მარინი (ბულგარეთი), მარეკ ჰლინკა (სლოვაკეთი), მათე ცინცაძე, არფანგ დაფე (სენეგალი), მიროშ ლაჩნი (სლოვაკეთი), გლეოფილო ჰასელბაინკი (სურინამი)

წავიდნენ: გიორგი გურული, თორნიკე გრიგალაშვილი, მიშიკო სარდალიშვილი, ბიძინა მახარობლიძე, ბექა ტუღუში, ჯაბა ლიპარტია, ევგენი ბოხაშვილი (უკრაინა), ლაშა კუჭუხიძე, ოლეგ მამასახლისი

ლოკომოტივი"

მოვიდნენ: -

წავიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი ხიდეშელი, რომან ჭანტურია, დაჩი ცნობილაძე, ლევან ყენია

საბურთალო"

მოვიდნენ: ვლადიმერ დვალიშვილი, დავით თარგამაძე, დაჩი ცნობილაძე (იჯარით იყო ლოკომოტივში)

წავიდნენ: ვლადიმერ მამუჩაშვილი, ოთო გოშაძე (იჯარით ბათუმის დინამოში), თორნიკე თარხნიშვილი

სამტრედია"

მოვიდნენ: გიორგი ფანცულაია (იჯარით დილადან), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი გურული, ავთო ენდელაძე, დავით კუპატაძე, ჯაბა ლიპარტია, ოლეგ მამასახლისი, თამაზ მაქაცარია, დმიტრო ულიანოვი, სერგეი პოგორილი (ორივე უკრაინა), გიორგი ჯგერენაია, ბექა ტუღუში

წავიდნენ: გივი ქარქუზაშვილი, დავით კირკიტაძე, ლუკას ვეილი (ჰოლანდია)

სიონი"

მოვიდნენ: გიორგი ჩოჩიშვილი, დავით კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, სერგეი ტრეტიაკი (უკრაინა), ვილი ისიანი, ვასილ ბაჩიაშვილი

წავიდნენ: მიხეილ მუჯრიშვილი, გიორგი ჭეიშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ცოტნე სამუშია, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, ჯაბა დვალი

კოლხეთი 1913"

მოვიდნენ: დენის კნიგა (რუსეთი)

წავიდნენ: ვლადიმერ პონომარიოვი (რუსეთი), სერგეი დანილოვი, ანდრეი პოლტავცევი, იაროსლავ კვასოვი (სამივე უკრაინა), ოთარ კვერნაძე, გიორგი კახელიშვილი, თორნიკე ჩუბითიძე.

აღსანიშნავია, რომ ელოგის ვებ-გვერზე სტატიას აქვს მინიშნება, განახლებადი. თუმცა, კლუბიდან კლუბში გადასვლა, მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შეეძლებათ,  რომლებმაც ძველი კლუბებიდან განთავისუფლების ცნობა 24 ივლისამდე აიღეს, ან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ.