
"დინამო თბილისის" შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშების მესამე წრის პირველი ტურის შეხვედრები კიდევ ორმა თბილისურმა კლუბმა „ლოკომოტივმა" და „საბურთალომ" წარმატებით დაიყწო. თბილისში, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" თბილისური კლუბების მონაწილეობით ერთი მეორე მიყოლებით გაიმართა. თავიდანვე მინდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, თამაში შაბათ დღეს ჩატარდა და დედაქალაქშიც საკმაოდ გრილოდა, საფეხბურთო მატჩებზე მოსასვლელად, თბილისური გუნდების საქომაგოდ გულშემატკივარმა დიდად არ შეიწუხა თავი.
„ლოკომოტივი" - „სამტრედია" 3-2
გია ცეცაძის მეთვალყურეობის ქვეშ, სამტრედიამ, რომელიც თითმქის სრულად გადახალისდა მეორე წრის დასრულების შემდეგ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც თუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ყოველ შეთხვევაში, იმ გუნდთან შედარებით, რომელმაც ეროვნული ლიგის პირველი ორი წრე ჩაატარა. მესამე წრის დაწყებამდე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდმა 12 ფეხბურთელი დაიმატა: მოვიდნენ: გიორგი ფანცულაია (იჯარით დილადან), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი გურული, ავთო ენდელაძე, დავით კუპატაძე, ჯაბა ლიპარტია, ოლეგ მამასახლისი, თამაზ მაქაცარია, დმიტრო ულიანოვი, სერგეი პოგორილი (ორივე უკრაინა), გიორგი ჯგერენაია, ბექა ტუღუში.

„სამტრედიისგან" განსხვავებით, „ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები ძირითადად წავიდნენ. ამას გარდა, თბილისურ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი, დავით უბილავაც აკლდა. შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ უღიმღამოდ და უინტერესოდ ჩატარდა. არც ერთი გუნდის კართან საგოლე მომენტი არ შექმნილა.
„რეალურად „სამტრედია" მესამე წრიდან ახალი გუნდი იყო, ახალი ფეხბურთელებით, ახალი მწვრთნელით და თავიდანვე ველოდით რთულ დაპირისპირებას. თამაშს ვაგებდით. თუმცა, კარგია, რომ ბიჭები არ შეეგუენ ამას და ჯერ გათანაბრება, შემდეგ წინ გასვლა მოვახერხეთ. ბიჭები არც 11-მეტრიანმა დააბნია და საბოლოოდ შევძელით, ამ თამაში მოტრიალება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი 3 ქულა რთულ თამაშში", - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.

პირველი ტაიმისგან აბსოლუტურად განსხვავებული გამოდგა მეორე ნახევარი, რომელშიც 5 გოლი გავიდა. ანგარიში „სამტრედიამ" გახსნა, გოლი 50-ე წუთზე გიორგი ახალაძემ გახსნა, 0-1. მასპინძლებმა, ანგარიშის გათანაბრება 10 წუთში შეძლეს. ოთარ კობახიძის გადაცემის შემდეგ რევაზ ინჯგიამ სცადა ბურთის კარში გადაგზავნა, თუმცა საბოლოოდ, გიორგი გურულმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 1-1. ამის შემდეგ თბილისელები 2-1 დაწინაურდნენ, გოლი, 79-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე წამებით ადრე, უკვე 11-მეტრიანით წონასწორობა აღადგინეს სამტრედიელებმა, 2-2. ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მატჩში ლოგიკური შედეგი უფრო ფრე იქნეოდა. თუმცა, მასპინძლებმა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე კარგად ისარგებლეს „სამტერდიის" დაცვაში ალბათ, ჯერ კიდევ დაულაგებელი თამაშით, არეულობით სამტრედიელთა საჯარიმოში და სტუმართა მეკარის სერგეი პოგორილის მოგერიებული ბურთი „სამტრედიის" კარში გადააგზავნეს.

„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გვჭირდებოდა 3 ქულა, რადგან კონკურენტს ვეთამაშებოდით სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე. ვიცოდით, რომ მე-3 წრეში „სამტრედია" გაძლიერდა და რთულ თამაშს ველოდებოდით. ასეც გამოვიდა. ჩემს 2 გოლს რაც შეეხება, პირველმა გოლმა თავდაჯერებულობა შემმატა", - ამბობს მამია გავაშელიშვილი, რომელმაც ამ დღეს დუბლი გააკეთა.
საბოლოოდ „ლოკომოტივმა" ეს მატჩი 3-2 მოიგო და სატურნირო ცხრილში, მე-19 ტურის დარჩენილ მატჩებამდე 22 ქულით მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

„საბურთალო" - „სიონი" 3-0
ალბათ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ „მიხეილ მესხზე" ჩატარებული წინა მატჩის მსგავსად, „საბურთალოსა" და „სიონის" შეხვედრაშიც, ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა. თუმცა, ეს მაშინ მოხდებოდა „სიონის" ახალწვეული მეკარე, ახალგაზრდა გიორგი ჩოჩიშვილი შეხვედრის 77-ე წუთზე აბსოლუტურად ალოგიკურად, რომ არ გამოსულუყო კარიდან. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეკარის შეცდომას ბოლნისელთა კარში მეორე გოლი მოჰყვა და „საბურთალო" 2-0 დააწინაურა. თუმცა, ამ მომენტამდე წამებით ადრე, მეორე გუნდის მეკარის ლაზარე კუპატაძის წყალობით, თავად „საბურთალო" გადაურჩა გოლს.

„ძალიან რთული თამაში გამოდგა. პირველი ტური არის განახლებული და ყოველთვის რთულია თამაში. „სიონზე" მწვთნელის შეცვლამაც იმოქმედა, ძალიან მოტივირებული იყო გუნდი. კარგად ითამაშეს. უბრალოდ, ჩვენ უკეთესები ვიყავით ამთამაშზე და შედეგშიც აისახა. შეგვეძლო ბევრი მომენტის რეალიზება უკეთესად, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ნელ-ნელა შევალთ ფორმაში. ჯერ ტონუსიდან ამოვარდნილები ვართ", - ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„საბურთალოში" სატრანფერო ფანჯრის დროს განხორციელებული შევსებიდან (გუნდს დაემატნენ ვლადიმერ დვალიშვილი, დავით თარგამაძე, დაჩი ცნობილაძე (რომელიც იჯარით იყო „ლოკომოტივში"), ჭიაბრიშვილმა მხოლოდ დაჩი ცნობილაძეს მისცა თამაშის საშუალება. თუმცა, გუნდში, რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, თითქმის ერთპიროვნულად ლიდერობს, „სიონთან" მატჩში შეიუთამაშებლობაც ეტყობოდა და ბოლნისელთაგან, მსგავსი დაპირისპირების მოულოდნელობის ეფექტმაც იმუშავა. ფაქტია, რომ მატჩის სტარტზე 15 წუთიანი უპირატესობის შემდეგ, ბოლნისელებმა, რომლებიც სატურნირო ცხრილის ქვედა საფეხურებზე იმყოფებიან. ელიგის ჩემპიონობის მოსურნე გუნდს, სერიოზული ბრძოლა გაუმართა და რიგ მომენტებში აჯობა კიდეც.

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა. „საბურთალო" ძლიერი გუნდია, მაგრამ 3-0 წაგებას, დამეთანხმებით, რომ არ ვიმსახურებდით. თანაბარი თამაში იყო და პატარა, ელემენტარულმა შეცდომებმა 3 გოლი მიგვაღებინა საკუთარ კარში. ასე, რომ არა, შეიძლებოდა თამაში სხვანაირად დამთავრებულიყო" , - აბობს თეიმურაზ შალამბერიძე მატჩის დასრულების შემდეგ.
თანაბარი თამაშის პირობებში, ანგარიში პირველივე ტაიმში „საბურთალომ" გახსნა. 29-ე წუთზე გოლი გიორგი დიასამიძემ გაიტანა, 1-0. მატჩის დასრულების შემდეგ, საბურთალოელები არ მალავდნენ, რომ „სიონთან" „ასეთ" თამაშს არ ელოდნენ და გათამაშების ქვედა ეშელონში მყოფ გუნდთან მშრალი ანგარიში უფრო ახარებდათ, ვიდრე 3 ქულა, რომელიც მატჩის მიწურულს ბოლნისელთა რამდენიმე უხეშ შეცდომას მოჰყვა.

„სიონთან" გამარჯვებით 3-0, „საბურთალომ" მორიგი 3 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში, მის უშუალო მდევარს „დინამო თბილისს" კვლავ 5 ქულით გადაასწრო.
ეროვნული ლიგის მე-3 წრის პირველი (საერთო ჯამში მე-19) ტურის კიდევ ერთი შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართება და „ჩიხურა" „კოლხეთი 1913"-ს უმასპინძლებს. ქუთაისის „ტორპედოსა" და გორის „დილას" შეხვედრა კი, რომელიც ასევე 6 აგვისტოს უნდა გამართულიყო გადადებულია.





ჩვენ








