შემთხვევა "შევარდენი 1906"-ის" ბაზაზე
შემთხვევა "შევარდენი 1906"-ის" ბაზაზე
05.08.2018
ავტორი:

 

რამდენიმე წუთის წინ საფეხბურთო კლუბი თბილისის „შევარდენი 1906"-ის საწვრთნელ ბაზაზე, მუხიანში მდებარე  სარაგბო კომპლექსში, სადაც კლუბს აქვს ბინა დადებული, ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ინციდენტის მომენტში ახალგარემონტებული შენობის, აღნიშნულ ოთახში, სადაც საფეხბურთო კლუბის „შევარდენი-1906"-ის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, არავინ დაშავებულა.

ალბათ, ის სამშენებლო ფირმები, რომლებიც არა მხოლოდ სპორტული, არამედ სხვა ოფისების გარემონტებასა და მშენებლობაზე იღებენ პასუხისმგებლობას, ცოტა მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ საქმეს. მუხიანში მდებარე საწვერთნელი კომპლექსის იმ ოთახში კი, სადაც ინციდენტი მოხდა, „შევარდენი 1906"-ის სამწვრთნელო შტაბი არის განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ „შევარდენი 1906", ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია და გათამაშების 19 ტურის შემდეგ, 24 ქულით მე-7 ადგილზეა.  „შევარდენი 1906"-მა მე-19 ტურში, 2 აგვისტოს დიდი ანგარიშით 3-0 წყალტუბოს „სამგურალს" მოუგო. მომდევნო შეხვედრას კი, 9 აგვისტოს,  თბილისური კლუბი, თანაქალაქელების „ნორჩი დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.  ამ მომენტისთვის „ნორჩი დინამო", ლოგა 2-ის ათამაშებაში მე-4 ადგილზეა.