
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდმა ცოტა ხნის წინ ფიფა-დან მოსული წერილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წერილი, სადაც ხაზგასმულია. რომ ფიფას მონაცემთა ბაზებში არ იძებნება არანაირი ინფორმაცია ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.
მეტიც, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად უარყვეს ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რამდენიმე დღის წინ ფიფა-ში ოფიციალური შეტყობინება გაგზავნა, რომელშიც 8 აგვისტოს, სოხუმში „დინამოს" სტადიონზე, აფხაზეთისა და ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრებების დაგეგმილ ამხანაგურ თამაშს აპროტესტებს. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს „აპსადგილ-ინფოს" ინფორმაციით, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას 6 აგვისტოს გეგმავდა.





ჩვენ








