"ლოკომოტივი" პოზიციებს იმყარებს
"ლოკომოტივი" პოზიციებს იმყარებს
26.08.2017
ავტორი:

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პირველ დღეს ორი შეხვდერა გაიმართა. ივანწმინდაში, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ჩიხურა" და „საბურთალო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯენერი ხორავამ 3 ყვითელი აჩვენა ამ მატჩში, კარი კი ორივე გუნდმა მშრალად შეინახა. ახლა, „ჩიხურასაც" და „საბურთალოსაც" 34-34 ქულა აქვთ და მე-5-6 ადგილებს ინაწილებენ.
კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა"ლოკომოტივმა", კი ბათუმის რაგბი არენაზე, სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფი „ შუქურა" დაამარცხა 1:3 და 39 ქულით მე-4 ადგილზე გამყარდა.
„მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების აუტსაიდერია, „შუქურასთან" თამაშს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით. სანაკრებო პაუზამდე ეს, ბოლო თამაში იყო. ამას გარდა, ჩემპიონატიც ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის და დასაკარგი ქულები აღარ გვაქვს. დღევანდელი 3 ქულა, ძალიან მნიშვნელობანი იყო, სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად. ახლა, მეოთხე ადგილზე ვართ და უშუალო მდევრებს 5 ქულით ვუსწრებთ", - წერს საკუთარ გვერდზე ლოკომოტიველთა მე-4 ნომერი ნიკა ჭანტურია.
დღეს, 26 აგვისტოს, ეროვნულ ლიგაზე კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი, სამტრედიაში ჩატარდება, სადაც „სამტრედია"- ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ეროსი მანჯგააძის სახეოლობის სტადიონზე 17:30 დაიწყება.
20:00-ზე კი, ბათუმის რაგბი არენა ბათუმისა და თბილისის დინამოელებს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშებას თბილისელები 53 ქულით ლიდერობენ.
24-ე ტური, კვირას გორში დასრულდება. ამ დღეს გორის „დილა", „კოლხეთი 1913" დაუპირისპირდება. აღნიშნული ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგაზე, სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. ამ პერიოდში გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე 1 სექტემბერს, საქართველოს U21 ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში პოლონეთს დაუპირისპირდება.
2 სექტემბერს კი თბილისში, დინამო არენაზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები, ირლანდიელებს უმსაპინძლებს.