გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
25.08.2017
ავტორი:

პარიზში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს, გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მოპოვება შესძლო. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში თურქი ტაჰა აქგიული, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი დაამარცა. ამ ორთაბრძოლამდე, პეტრიაშვილმა პეტრიაშვილმა სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი 13-2, კანადელი კოეი ჯარვისი 10-0, ნახევარფინალში კი სომხების ქართველი ფალავანი ლევან ბერიანიძე 12-2 დაამარცხა,
კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, ლადო ხინჩეგაშვილი დღეს სამწუხაროდ, მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა. ლადომ 61 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატებზე, დღეს პირველად იჭიდავა. თუმცა ამ წინაში, მას ევროპის 2 ჩემპიონატი უკვე მოგებული აქვს.