
„ტორპედოსა" და „ლუდოგორეცის" მატჩის ბილეთები ხვალ დილიდან „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის" სალაროებში გაიყიდება. პარალელურად, უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფის 23 აგვისტოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმითაც მიმდინარეობს. ჩვენს ხელთ არსებული ინოფორმაციით, ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის და არა მხოლოდ, ქუთაისის „ტორპედოსათვის" მნიშვნელოვან მატჩზე კლუბის ორგანიზებით, ქუთაისიდან 10 ავტობუსი ქომაგი ჩამოვა. „ლუდოგორეცის" საქომაგოდ თბილისში 30 ბულგარელი ქომაგიც დაესწრება მატჩს.
„ეს თამაში თავისი მნიშვნელობით ყველასგან განსხვავებულია. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და თითოეული მათგანი მზადაა, ხვალ მოედანზე გამოვიდეს და თავისი მაქსიმუმი დადოს. "ლუდოგორეცი" ძლიერი გუნდია, კარგი შემტევი ფლანგები ჰყავს, მაგრამ რაც ვნახეთ, დასკვნით ფაზაში ძალიან უჭირთ. ძალიან მინდა რომ ის, რაც მიზნად დავისახეთ, გამოვიდეს. ხვალაც იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელსაც გუნდში ყოველდღე ვნერგავთ, ეს კი იმას გულისხმობს, რომ შეტევაშიც უნდა ვიაქტიუროთ და უკანაც კარგად გამოვიყურებოდეთ. ვნახოთ, რა იქნება... ჩვენ თავს არ დავზოგავთ", - ამბობს კახა ჩხეტიანი.

ქუთაისის „ტორპედომ", რომელმაც 2018-19 წლების სეზონზე უეფა-ს ევროტურნირებზე ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვან, ევროპალიგის გათამაშებაში გადმოინაცვლა. ქუთაისურმა კლუბმა, 7 მატჩი 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა. თუმცა, ალბანურ „კუკეშთან" ჩატარებულმა ბოლო, საპასიხო მატჩმა, ტორპედოელთა მიმართ, მთელი რიგი კითხვები დაბადა. „ჩაგდებულ" თამაშს, ქუთაისელები, უშუალოდ ევროტურნირების წინ გუნდში შემომატებული ფეხბურთელების შეუთამაშებლობას აბრალებს და თვლიან, რომ „პიკმა" სწორედ „კუკეშთან" საპასუხო მატჩისას მოუწია.
„არასდროს ვცდილობთ უკნიდან თამაშს. ამას მოწინააღმდეგე გაიძულებს. უბრალოდ, ახალი შეკრებილი გუნდია, რომელსაც მოსამზადებელი პერიოდი არ ჰქონია... პირდაპირ თამაშები დავიწყეთ და აქედან გამომდინარეობს შეცდომები. მთავარია, გავედით და უკმაყოფილოები არ ვართ, მაგრამ მეტი გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია, მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მხარეც. ფეხბურთელებმა უკვე ნახეს, გამოცადეს ძალები და თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ შესწევთ ძალა მსგავსი გუნდების დამარცხების", - ამბობს კახა ჩხეტიანი, დღეს, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" გამართული წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს.

ორი თამაშია და ორი თამაშის ჯამში, ვინც მეტს გაიტანს მომდევნო ეტაოზეც რომ ის გავა, ეს ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის თქმით მის გუნდში ყველას კარგად აქვს გათვითცნობიერებული. ამიტომ, ქუთათურები მზად არიან ერთი მეტი გოლი გაიტანონ და უეფას ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშონ. თუმცა მანამდე ხვალინდელი დღე და უმნიშვნელოვანესი მატჩია.
„ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის გარდა, გუნდმა მატჩის წინ მედიასთან ტორპედოელთა კაპიტანი, როინ კვასვაძეც წარადგინა.
„ყველა აცნობიერებს, რა სირთულისა და მნიშვნელობის მატჩი იქნება. კარგი განწყობა გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვასახელოთ საქართველო, ვასახელოთ ჩვენი ქალაქი და გავახაროთ ჩვენი ოჯახები, გულშემატივრები. თითოეული ფეხბურთელი თავს დადებს მოედანზე", - ამბობს როინ კვასხვაძე.

ბულგარელებმა 23 აგვისტოს მატჩის წინ, რომელიც 20 საათზე, თბილისში, „მიხეილ მესხსის სატდიონზე" გაიმართება ერთი საათის მანძილზე ივარჯიშეს. ის 15 წუთი, რომელიც „ლუდოგორეცმა" ქართული და ბულგარული მედიისთვის „გახსნა", საკმაოდ მხიარულად ჩაატარა.
„ფეხბურთს ყველა მოსაგებად თამაშობს. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გუნდს, მათ შორის ქუთაისის „ტორპედოს". ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ამისთვის გუნდი ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და მენტალურად მზად არის. გუნდში არ არიან ტრამვირებულებიც. ჩვენ, ახლა კონცენტრირებულები ვართ მთლიანად „ტორპედოსთან" მატჩზე. ვიცით, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი შექგვიმნის პრობლემებს დაცვაში. ამიტომ, ვფიქრობთ, როგორ „მოვუაროთ" „ტორპედოს" შეტევებს. ამას გარდა, გვინდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები და პარალელრად ვაჩვენოდ კარგი, სანახაობრივი ფეხბურთი", - ამბობს, პაულო აუტუორი, „ლუდოგორეცის" მთავარი მწვრთნელი.
სხვათა შორის, მეტოქისადმი "პატივის ცემა" "ლუდოგორეცთან" ერთად ჩამოსული მედიისდამოკიდებულებაზეც კარგად გამოჩნდა დღეს. ქართული გუნდის პრესკონფერენციას, არც ერთი მათგანი არ დაესწრო.

რაც შეეხება "ტორპედოს" და განწყობას გუნდში. განწყობა არის და არის სურვულიც, დაწერონ ქართული საფეხბურთო ისტორიის ახალი გვერდი. თუმცა, თამაშები, რომ ქუთაისში იყოს, სატდიონი არა თუ გადაიჭედებოდა, არამედ მთელს ქალაქში ზეიმი იქნებოდაო, ამის სჯერათ ტორპედოელებს და ეს, რომ მართლა ასე მოხდებოდა იციან საქართველოს ყველა წერტილში. ასე იქნებოდა ყველგან, რადგან ფეხბურთი არის სპორტის ის სახეობა, რომელსაც ერთი თამაში შეუძლია დღესასწაულად აქციოს. იმედია, რომ ქუთაისში, ის რგოლი, რომლის მოუცლელობისა თუ უდროობის გამო, იმერეთის მთავარი ქალაქი, უეფა-ს ევროპა ლიგის თამაშების საკუთარ კდელებში ჩატარებას მოაკლო, ახლა მაინც დროულად გააანალიზებს მომხდარს და თავისი კუთხის, თავისი ქალაქის, თავისი მოქალაქეების გასახარად, არ მოაკლებს იმ საფეხბურთო ზეიმს, რასაც თბილისში, ქუთაისიდან საკმაოდ შორს, „მიხეილ მესხზე", საკმაოდ ცოტა ქომაგი ესწრება.





ჩვენ








