უეფა-ს ერთა ლიგის პირველ საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
უეფა-ს ერთა ლიგის პირველ საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
24.08.2018
ავტორი:

შემოდგომაზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის ახალი ათვლა იწყება. საფეხბურთო წრეებში მიიჩნევენ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშება, ქართული გუნდისთვის არის კარგი შანსია, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე. თამაშებისთვის, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და ჯგუფურ ეტაპზე, ეროვნულ ნაკრებს საერთო ჯამში 6 მატჩის გამართვა მოუწევს, სექტემბრის დასაწყისში შეიკრიბება.


უეფა-ს ერთა ლიგის პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ყაზახეთში, ასტანაში 6 სექტემბერს ჩაატარებს. მომდევნო, მეორე მატჩი კი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. 9 სექტემბერს, 20 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდმა ოფიცილურად დაანონსა, რომ 9 სექტებრის მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. ამ ეტაპზე, გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/geovlat შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.


ფედერაციის გვერდი ასევე იტყობინება, რომ საქართველო - ლატვიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას" სალაროებში, მოგვიანებით, 1 სექტემბრიდან დაიწყება.