
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც უეფა-ს ერთა თასისი გათამაშებისთვის დაიწყებს მზადებას ცნობილია. ვლადიმერ ვაისის მიერ დასახელებულ გუნდში დიდი ხნის შესვენების შემდეგ კვლავ გამოჩნდა თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის სახელები. მოგეხსენებათ, ამ 2 ფეხბურთელს ტრავმის გამო დიდი ხნით პაუზის აღება მოუხდათ.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში დებიუტანტიც იხმო. გაფართოებულ შემადგენლობასთან ერთად, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" მეკარე ლაზარე კუპატაძეც ივარჯიშებს. სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ეროვნული ნაკრები თბილისში, 3 სექტემბერს შეიკრიბება და 6 და 9 სექტემბრის მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება, სადსაც მომდევნო დღეს, 6 სექტემბერს, ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა შედგება. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის კი 9 სექტემბერს, თბილისში „დინამო არენაზე" ჩატარდება. ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა უკვე დაწყებულია.
სექტემბრის შეხვედრებისთვის ვლადიმირ ვაისმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან: მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი). მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი); თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).
სფფ-ს ოფიციალური გვერდის ცნობითვე, ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომელესაც მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს. ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი).
აქვე შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მატჩი, ასტანაში 6 სექტემბერს თბილისის დროით, 18:00 დაიწყება.
თბილისში, კი ლატვიის წინააღმდებ შეხვედრა „დინამო არენაზე" 20:00 არის დაგეგმილი.





ჩვენ








