მარიამ ფროდიაშვილმა ოლიმპიური მედლები ერთი ოლიმპიადით გადადო

14.04.2024
ავტორი: TSFF.GE
რიო დე ჟანეიროში ტყვიის მსროლელთა სალიცენზიო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოდან 2 ჩუბინი (მსროლელი) მონაწილეობს. ოლიმპიურ ლიცენზიასთან ახლოს იყო, ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონი მარიამ ფროდიაშვილი. ჩვენებურმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გამოსვლა 154.5 ქულით დაასრულა და მე-6 ადგილი დაიკავა, რაც სალიცენზიოდ არასაკმარისი გამოდგა. შესაბამისად, პერსპექტიულმა ქართველმა მსროლელმა ოლიმპიური ლიცენზია სამომავლოდ გადადო.
შერეულ წყვილთა შორის ასპარეზობაში, მარიამმა, ლევან ქადაგიძესთან ერთად არც თუ ურიგოდ იასპარეზა. თითოეულმა 284-284 ქულა დააგროვა და ჯამში 568 ქულა დაუგროვდათ და მე-19 ადგილზე გავიდა.
შერეულ წყვილთა ტურნირი არ იძლეოდა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიას. საგზურები პირად პირველობაში გაიცემოდა.





ჩვენ








