საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
28.08.2018
ავტორი:


საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. 2018-19 წლების სეზონს, ირაკლი ხოშტარიას გუნდი განახლებული შემადგენლობით ხვდება. გუნდში, რომელმაც ვარჯიში 27 აგვისტოდან დაიწყო, ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ორმა კალათბურთელმა მიხეილ ბერიშვილმა და ლევან გრძელიძემ ივარჯიშა.

საბოლოოდ, თუ რომელ ქართველ და უცხოელ კალათბურთელებზე შეაჩერებს დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ყურადღებას, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს" გასული წლის მსგავსად, სეზონი სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით ადრე ეწყება.

20 სექტემბერს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ევროპული საკალათბურთო გათამაშების  საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ბერძნული „არისი" იქნება. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი თბილისში, 20 სექტემბერს ჩატარდება. საპასუხო კი, 22 სექტემებრს სალონიკში.

მანამდე, კი ყველაზე ტიტულოვანი ქართული საკალათბურთო კლუბი 1 სექტემბრიდან, საკალათბურთო სკოლაში 2001-2011 წლებში დაბადებულ ბავშვთა მიღებას იწყებს. გთავაზობთ, განცხადებას, რომელიც თბილისის „დინამოს" სოციალურ ქსელში გავრცელდა:




2018 წლის 1 სექტემბრიდან, თბილისის „დინამოს" საკალათბურთო სკოლაში გოგონებისა და ბიჭების მიღება იწყება. „დინამოს" სკოლაში 2001-2011 წლებში დაბადებული ბავშვები მიიღებიან. სკოლაში გამოცდილი ქართველი და უცხოელი მწვრთნელები, აღსაზრდელებს თანამედროვე მეთოდიკით შეასწავლიან კალათბურთის საფუძვლებს. სწავლის საფასური ყოველთვიურად 80 ლარს შეადგენს

თუ გინდათ გახდეთ ყველა დროის, ყველაზე ტიტულოვანი ქართული საკალათბურთო კლუბის თბილისის „დინამოს" წევრი მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/forms/dEX44XDLnz6tDFHt1

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 42 45 79