
ბულგარედში, რაზგრადში, დღეს ქუთაისის „ტორპედომ" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. „ლოდოგორეცთან" საპასუხო მატჩისთვის ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა, 18 კაცის შემადგენლობით შემდგეგი ფეხბურთელები წაიყვანა - მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია; მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე; ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია; თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მილოშ ლაჩნი.
„გუნდში კარგი განწყობაა. ყველას გათავისებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაში არის ხვალ ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი გუნიდთვის. გუნდი, მოედანზე აუციელბლად საბრძოლო განწყობით გამოვა და ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის. რაც შეეხება, ტრავმირებულებს, მერაბ გიგაურის გარდა, რომელიც საქართველოში დარჩა, ყველა მწყობრშია და თამაშისთვის ჩვეულ რიტმში ემზადებიან", - განაცხადა კახა ჩხეტიანმა, დრეს გამართული ვარჯიშის დაწყებამდე.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის "ტორპედო" ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. გუნდთან ერთად იმყოფება, ქუთაისელთა ფან-სექტორის 2 ათეული წარმომადგენელი.
ამ მატჩამდე ქუთათურები, ევროპული ტურნირების ყველა მატჩზე რამდენიმე რეისის შეცვლით და შესაბამისად გზაში გაფანტული დროის ხარჯზე ჩადიოდნენ. ამ მიზეზით, „ტორპედომ" ეროვნული ლიგის მესამე წრის 4 შეხვედრა უკვე გამოტოვა.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, „ტორპედოს" "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ევროპალიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ქუთაისელებმა თბილისში, 0-1 წააგეს და ახლა, მხოლოდ მოგების შემთხვევაში მოახერხებენ, 2 მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გასვლას და ქართული კლუბებიდან პირველები იქნებიან, ვინც ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდება.

საპასუხო მატჩის წინ, ოპტიმისტურად არის განწყობილი ბულგარული გუნდიც. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ლოდოგორეცის" მთავარმა მწვთნელმა პაულო აუტორიმ აღნიშნა, რომ თბილისში მოგებული თამაში, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ არის გარანტია. „სასიამოვნოა, რომ თბილისში მოვახერხეთ გამარჯვება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგია დაფიქსირებული. მოთამაშეები ცოტა დაღლილები იყვნენ ბოლო მატჩის შემდეგ, მაგრამ მათ ვფიქრობ, მოახერხეს ძალების აღდგენა ბოლო თამაშის შემდეგ".
„ლუდოგორეცისა" და „ტორპედოს" საპასუხო შეხვედრა 30 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 დაიწყება.





ჩვენ








