
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 48 დღე დარჩა. 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიის 10 ქალაქი ევროპული სანაკრებო ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს.
უეფამ გერმანიის მთავრობასთან ერთად გულშემატკივრებისთვის ახალი სამგზავრო კონცეფცია შეადგინა. ევრო 2024-ის ბილეთების მფლობელებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მატარებლის ბილეთებზე ფასდაკლებები ექნებათ, ამავდროულად, 36-საათიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი.
სამგზავრო ბენეფიტები
მოგზაურობის დაგეგმვა და სამგზავრო სერვისების ნახვა DB საიტსა და DB Navigator-ის აპლიკაცია შესაძლებელი.
- გამოიყენეთ თქვენი DB Ticket EURO 2024 მასპინძელ ქალაქებს შორის ერთჯერადი მგზავრობისას, რაც ისეთ შორი მანძილის სერვისებსაც მოიცავს, როგორიც IC (InterCity), ICE (InterCity Express), or EC (EuroCity) მატარებლებია.
- Interrail Pass EURO 2024 შეგიძლიათ გამოიყენოთ გერმანიაში საერთაშორისო მგზავრობისას. ამავდროულად, გერმანიაში შორი დისტანციის მოგზაურობისას ისეთი სერვისები, როგორიცაა IC, ICE, or EC მატარებლები.
- 36-საათიანი სამგზავრო ბარათი (36 Hour Travel Pass) მატჩის დღესა და მომდევნო დღეს გამოიყენებთ ქალაქში გადაადგილებისას და ნელ სერვისებზე რეგიონის (იხილეთ რუკა ქვემოთ) ფარგლებში. კიოლნში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და გელზენკირხენში მოგზაურობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ 36-საათიანი სამგზავრო ბარათი, თუ თქვენი მოგზაურობა ICE, IC ან EC სერვისებს არ მოიცავს.

რა არის EURO 2024 Fan Pass?
გულშემატკივართა საშვი (Fan Pass) ევრო 2024-სთვის სრულიად ახალი რამ არის, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ექსკლუზიურ ბონუსებზე, რაც თქვენს გამოცდილებას ადგილზე კიდევ უფრო გააუმჯობესებს. თქვენი გულშემატკივრის საშვი (Fan Pass) სრულიად უფასოა და ხელმისაწვდომი ბილეთების მფლობელთათვის, უეფა ევრო 2024-ის აპლიკაციაში, ტურნირის მოახლოებასთან ერთად იქნება.
DB Ticket EURO 2024
სპეციალური ფასები საქალაქთაშორისო ბილეთებზე გერმანიაში
- მეორე კლასი - 29.90 ევრო, ცალმხრივი გზა
- პირველი კლასი (მოიცავს ადგილის ჯავშანს) - 39.90 ევრო, ცალმხრივი გზა
მგზავრობის პერიოდი
12 ივნისი - 16 ივლისი
ვის შეუძლია დაჯავშნა?
- მხოლოდ ევრო 2024-ის ბილეთების მფლობელებს!
- ევრო 2024-ის ერთ ბილეთზე შეგიძლიათ შეიძინოთ მატარებლის მხოლოდ 2 ფასდაკლებული ბილეთი (მგზავრობა მასპინძელი ქალაქში და უკან).
მგზავრობის არეალი
მხოლოდ გერმანიაში, არ მოიცავს საერთაშორისო მგზავრობას.
როდის არის შესაძლებელი დაჯავშნა?
17 იანვარი - 15 ივლისი
- რაოდენობა შეზღუდულია, იჩქარეთ!
- ჯგუფური ეტაპის დროს DB ბილეთის შეძენას მგზავრობამდე 2 დღით ადრე შეძლებთ.
- ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 27 ივნისიდან კი DB ბილეთს მგზავრობამდე ერთი დღით ადრე შეძლებთ.
გასათვალისწინებელი ინფორმაცია
- თქვენი მატარებლის ბილეთი მხოლოდ EURO 2024 Fan Pass-თან (გულშემატკივართა საშვი) ერთადაა ვალიდური. ბილეთის ყველა მფლობელს Fan Pass-თან წვდომა სრულიად უფასოდ ექნებათ.
- მოგზაურობისას აუცილებელი იქნება როგორც EURO 2024 Fan Pass-ის ჩვენება, ასევე სარკინიგზო ბარათის.
- DB ბილეთის უკან დაბრუნება შეუძლებელია.
ხშირად დასმული კითხვები
- რამდენი DB ბილეთის ყიდვა შემიძლია?
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ 2 ბილეთი (მგზავრობა მასპინძელი ქალაქიდან და უკან).
- ბილეთის გაყიდვის შემთხვევაში, შემეძლება თუ არა DB ბილეთით მოგზაურობა?
არა, მხოლოდ მატჩის ბილეთების მფლობელებს აქვთ უფლება სამოგზაუროთ გამოიყენონ DB ბილეთი.
- რა მოხდება თუ ბილეთი სხვამ მიყიდა?
შეგიძლიათ იმგზავროთ ერთად, ან გადმოგიგზავნონ მატჩის ბილეთი თქვენ. როდესაც მატჩის ბილეთი უეფას მობილურის ბილეთების აპლიკაციაში გექნებათ, მოგეცემათ წვდომა EURO 2024 Fan Pass-ზე, უეფას ევრო 2024-ის აპლიკაციაში. მატარებელში ჩასხდომისას აჩვენეთ თქვენი გულშემატკივრის საშვი მატარებლის ბილეთთან ერთად.
- მაქვს რამდენიმე მატჩის ბილეთი. შემიძლია შევიძინო რამდენიმე DB ბილეთი?
დიახ, შესაძლებელია შეიძინოთ ორი DB ბილეთი ყოველ მატჩზე (მოგზაურობა მასპინძელი ქალაქიდან და უკან).
- შემიძლია ჩემი DB ბილეთი სხვას მივცე?
არა, DB ბილეთები პერსონიზილებულია.
- ბავშვებს მგზავრობა უფასოდ შეუძლიათ?
5 წლამდე ბავშვები DB მატარებლით ყოველთვის უფასოდ მგზავრობენ და ჯავშნის დროს მათი მონაცემების მითითება სავალდებულო არ არის.
6-დან 14 წლამდე ბავშვებს მგზავრობა შეუძლიათ უფასოდ, 15 წლიდან ზემოთ პირთან ერთად მგზავრობისას. 1 DB ბილეთზე შესაძლებელია 4 ბავშვთან ერთად მგზავრობა. ჯავშნის დროს 6-14 წლის ბავშვების მგზავრობის შესახებ ინფორმაციის მითითება სავალდებულოა.
გაითვალისწინეთ, რომ ეს წესები არ ეხება მატჩის ბილეთებს. სტადიონზე შესასვლელად განურჩევლად ასაკისა, ბილეთის ქონა ყველა პირისთვის სავალდებულოა.
Interrail Pass EURO 2024
თუ გერმანიაში სხვა ქვეყნიდან მოემგზავრებით, Interrail Pass EURO 2024 სწორედ თქვენთვისაა. სპეციალური შეთავაზებით, მატჩის ბილეთების მფლობელები Interrail-ის სპეციალურ საშვებზე 25-პროცენტიანი ფასდაკლებას მიიღებენ.
Interrail Pass EURO 2024 მოქმედებს ორმხრივი მოგზაურობისას, როგორც ევროპის 32 ქალაქიდან გერმანიაში, ასევე შიდა (გერმანია) გადაადგილებისას.
ვის შეუძლია დაჯავშნა?
- მხოლოდ ევრო 2024-ის ბილეთების მფლობელებს.
- ევროპის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს (გერმანიის გამოკლებით)
ქვეყნები, რომლთა სარკინიგზო კომპანიები Interrail Pass EURO 2024-ს იღებენ: ავსტრია, ბელგია, ბონსია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იტალია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია.
შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ Interrail Pass EURO 2024: ალბანეთი, ანდორა, ბელარუსი, გიბრალტარი, დიდი ბრიტანეთი, ვატიკანი, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, რუსეთი, სან მარინო, უკრაინა, ფარერის კუნძულები.
საშვის არჩევანი
ასაკის მიხედვით: ზრდასრული (28+), ახალგაზრდული (12-27), საბავშვო (4-11) ან უფროსი (60+).
კლასის მიხედვით: პირველი ან მეორე კლასი.
მოგზაურობის პერიოდის მიხედვით:
Interrail Pass EURO 2024 გულშემატკივარზეა მორგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფანებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ სასურველი დღეების რაოდენობა, რომელსაც მათი საშვი დაფარავს. ხელმისაწვდომია შემდეგი შესაძლებლობები:
- 4 სამოგზაურო დღე 1 თვის განმავლობაში, 9 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით
- 5 სამოგზაურო დღე 1 თვის განმავლობაში, 9 ივნისი - 21 ივლისი
- 7 სამოგზაურო დღე 1 თვის განმავლობაში, 9 ივნისი - 21 ივლისი
- 10 სამოგზაურო დღე, 9 ივნისი - 21 ივლისი
- 15 სამოგზაურო დღე, 9 ივნისი - 21 ივლისი
გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობამდე თქვენი Interrail Pass EURO 2024 უნდა გაააქტიუროთ.
ერთი თვის განმავლობაში მატარებლის 7-დღიანი ულიმიტო მგზავრობის შეძენის შემთხვევაში, თუ თქვენს საშვს 12 ივნისს გაააქტიურებთ, გექნებათ 7 სამოგზაურო დღე, რომელსაც ევროპის ტერიტორიაზე ნებისმიერ დღეს გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში საშვის გამოყენების პერიოდი 12 ივნისი - 11 ივლისი იქნება.
როდის არის შესაძლებელი დაჯავშნა?
4, 5 ან 7-დღიანი საშვი: 17 იანვარი - 13 ივლისი
10 ან 15-დღიანი საშვი: 17 იანვარი - 8 ივნისი
სამოგზაურო ტერიტორია
ევროპის 33 ქვეყანა
36-საათიანი სამგზავრო ბარათი
ევროპის ჩემპიონატის მატჩის ბილეთების მფლობელებს აქვთ უფლება მიიღონ რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის 36-საათიანი სამგზავრო ბარათი ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე.
მოქმედების ვადა
მატჩის დღის 06:00 საათიდან, მომდევნო დღის 18:00 საათამდე.
სამოგზაურო ტერიტორია
საშვი მოიცავს როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მასპინძელ ქალაქში გადაადგილებას, ასევე შესაბამის ქსელში რეგიონულ სარკინიგზო მგზავრობას. გაითვალისწინეთ, რომ საქალაქთაშორისო მატარებლის სერვისებით (ICE, IC ან EC) 36-საათიანი სამგზავრო ბარათით ვერ ისარგებლებთ.
რეგიონული ქსელები:
-
- ბერლინი: VBB (Verkehrsverbund Berlin-Brandenburg)
- კიოლნი: VRS (Verkehrsverbund Rhein-Sieg) და VRR (Verkehrsverbund Rhein-Ruhr)
- დიუსელდორფი: VRR (Verkehrsverbund Rhein-Ruhr) და VRS (Verkehrsverbund Rhein-Sieg)
- დორტმუნდი: VRR (Verkehrsverbund Rhein-Ruhr) და VRS (Verkehrsverbund Rhein-Sieg)
- ფრანქფურტი: RMV (Rhein-Main-Verkehrsverbund)
- გელზენკირხენი: VRR (Verkehrsverbund Rhein-Ruhr) და VRS (Verkehrsverbund Rhein-Sieg)
- ჰამბურგი: HVV (Hamburger Verkehrsverbund)
- ლეპციგი: MDV (Mitteldeutscher Verkehrsverbund)
- მიუნხენი: MVV (Münchner Verkehrs- und Tarifverbund)
- შტუდგარტი: VVS (Verkehrs- und Tarifverbund Stuttgart)
-
როგორ მივიღოთ სამგზავრო ბარათი?
36-საათიანი სამგზავრო ბარათების მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი ტურნირის მოახლოებასთან ერთად იქნება.





ჩვენ








