
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კრივში, გუშინ ლაშა გურული (67 კგ) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. თუმცა, 27 წლის ქართველმა მოკრივემ ორი რაუნდის შემდეგ, რუს ტარხან იდიგოვთან, ბრძოლა არბიტრების უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ თავად შეწყვიტა. დღეს, ქართველი მოკრივე საკუთარ სოციალურ ქსელში მომხდარს ასე განმარტავს:
„ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო.
ერთი იმას ვიტყვი რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა.
მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი.
საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.
ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილიყო.
შორი დისტანციიდან რუსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი, რაც მე ჩავთვალე რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიანიჭეს 4-1 უპირატესობა.
მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5-0 მიანიჭეს მას.
ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ.
კიდე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს.
მადლობა ყველას", - წელს სოციალურ ქსელში ლაშა გურული.
ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაიხედება თუ არა აღნიშნული ბრძოლის ამსახველი მასალა და მოხდება თუ არა მასზე შესაბამის სტრუქტურებიდან რეაგირება. თუმცა, ფაქტია, რომ გარემოება დაუყოვნებლივ შესწავლას მოითხოვს.





ჩვენ








