
დიდი ხნის შესვენების შემდეგ, რომელიც ტრავმებით იყო გამოწვეული საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სეზონის პირველ ვარჯიშზე თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე გამოჩდნენ. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება ოფიციალურად დღეს დაიწყო. საფეხბურთო კლუბის „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, დღეს 19 ფეხბურთელმა ივარჯიშა.

უეფა-ს ერთა ლიგის 6 და 9 სექტემბრის მატჩებისთვის ქართველთა თავკაცს 25 ფეხბურთელი ჰყავს საერთო ჯამში გამოძახებული. მათ შორის არიან, მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი); თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ხვალ ივარჯიშებს. ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე, რომლებმაც საკლუბო შეხვედრები კვირას გამართეს, ნაკრებს ხვალ შეუერთდებიან. ამავე დღეს, მოგვიანებით შეუერთდება ვარჯიშებს ჯაბა ჯიღაურიც, რომელიც დღეს საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრას ატარებს. ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 6 სექტემბერს ასტანაში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 9 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავენ.

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე „დინამო არენის" სალაროებში. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას და სთხოვს გულშემატკივარს, დაიცვას მითითებები.
„ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.
ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 24 აგვისტოდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.
9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდება", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სფფ-მ ცოტა ხნის წინ, გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, სადაც გულშემატკივრისთვის დეტალურად არის გაწერილი თუ რა (მათ შორის საგნების შეტანა) დაიშვება „დინამო არენაზე".
სფფ-მ ასევე გაავრცელა ანიმაცია, სადაც ნათლად სჩანს, თუ ფედერაციის მიერ გავრცელებული მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რა პრობლემის წინაშე შესაძლოა დადგეს გულშემატკივარი.
სფფ-ს ფოტოები (ლაშა კუპრაშვილი)





ჩვენ








