ბლოგი ფეხბურთელზე - ყაზახები, კოზირები და შანსები
ბლოგი ფეხბურთელზე - ყაზახები, კოზირები და შანსები
04.09.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას-ს ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩის ჩასატარებლად ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ასტანაში 5 სექტემბერს, დილით, ჩარტერული რეისით გაემგზავრება.
„ჩვენი ნაკრების მიზანია, ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპის მოგება და შემდეგ შევხედავთ. თუმცა, ასეთივე მიზანი აქვს ერთა ლიგის ამ ეტაპზე მოასპარეზე ყველა გუნდს ჩვენს ჯგუფში, ყაზახეთს, ლატვიას და შესაძლოა ანდორასაც. ნამდვილად, ფეხბურთელების სახელებით და ფურცელზე არსებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ჯგუფის ფავორიტები ვართ. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფურცელზე. რაც შეეხება მზადებას ამ თამაშებისთვის, ერთი ვარჯიში მაქვს დღეს და მომდევნო მხოლოდ ხვალ ასტანაში. მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ წარმატებას. ამ ჯგუფური ეტაპის მოგება არის ჩვენი მიზანი", - ამბობს ვლადიმი ვაისი, ასტანაში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრებში შემდეგი შემადგენლობა გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი; მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი); თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, ასტანაში 6 სექტემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
იხილეთ დაწვრილებით დღეს გამაღტული პრესკონფერენციის შესახებ: https://goo.gl/YLUuLM