უეფა-მ მოთამაშეთა განაცხადში კვოტა 26 ფეხბურთელამდე გაზარდა, თუმცა, ის არაა აუცილებელი
უეფა-მ მოთამაშეთა განაცხადში კვოტა 26 ფეხბურთელამდე გაზარდა, თუმცა, ის არაა აუცილებელი
06.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

და კიდევ ერთხელ, უკვე საბოლოოდ, უეფა-მ ევრო 2024 ფინალურ ეტაპზე მოთამაშეთა კვოტის შესახებ განცხადება გაავრცელა. უფრო ზუსტად, ყველასთვის გასაგებ ფორმატში ატვირთა დოკუმენტი, რომელიც უეფა-ს ევრო 2022-24 წლების ჩემპიონატის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები დააკონკრეტა.

უეფა-ს აღმასკომმა 3 მაისს, ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდების განაცხადებში მოთამაშეების ლიმიტი 23-დან 26-მდე ოფიციალურად გაზარდა. თუმცა, აქვე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ეროვნულ ფედერაციებს ეს გარემოება არ ავალდებულებს საკუთარ გუნდებში დაამატონ ფეხბურთელები. ლაპარაკია 3 დამატებულ ფეხბურთელზე.


შეჯიბრის რეგულაციების მიხედვით, გუნდებმა მინიმუმ 23 და მაქსიმუმ 26 ფეხბურთელის განაცხადი უეფა-ში 7 ივნისის ჩათვლით უნდა გააგზავნონ.


კერძოდ, ცვლილებები რეგლამენტში უეფა-ს აღმასკომმა ოთხ მუხლში შეიტანა ცვლილებები.


მუხლი 44 (ARTICLE 44 - Match sheet) -ის მიხედვით, ყოველი მატჩის წინ გუნდის განაცხადში უნდა მიუთითონ კონკრეტულ მატჩში მონაწილე 23-დან 26 ფეხბურთელამდე მოთამაშეების სათამაშო მაისურის ნომრები, სრული სახელები, დაბადების თარიღები, თუ აუცილებლობა მოითხოვს, მაისურზე მითითებული სახელები, ასევე გუნდის იმ ოფიციალური პირების შესახებ ინფორმაცია, რომელიც სათადარიგო სკამზე და დამატებით ტექნიკურ ადგილებზე დაჯდება. ამასთან, სავალდებულოა გარკვევით იყოს მითითებული მეკარეებისა და გუნდის კაპიტნის შესახებ. ფეხბურთელებმა უნდა ჩაიცვან ის ფორმები, რომლითაც ისინი განაცხადში არიან შეყვანილნი.


მუხლი 46 (ARTICLE 46 - Rules governing the technical area). ამ მუხლის მიხედვით, გუნდის ოფიციალური წევრები და სათადარიგო მოთამაშეები, რომლებიც შეყვანილნი არიან თამაშის განაცხადში, საერთო ჯამში 23 ადამიანი დაიშვებიან სათადარიგოთა სკამზე. მატჩის დროს, სათადარიგო სკამზე უნდა იჯდეს ყველა  - სათადარიგო მოთამაშეები, გუნდის ექიმი.


მუხლი 48 (ARTICLE 48 - Player lists). აღნიშნული მუხლის პირველი პარაგრაფის (48.01) მიხედვით, ყველა ასოციაციამ უეფა-ს ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს 23-დან 26 ფეხბურთელი სია (გვარი, სახელი, კლუბი, დაბადების თარიღი), ასევე მწვრთნელების, ასისტენტების გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და მითითებული უნდა იყოს, მათი სამწვრთნელო კვალიფიკაცია. 23-დან 26 დასახელებულ ფეხბურთელს შორის სამი უნდა იყოს მეკარე.


ამავე მუხლის 48.03 პარაგრაფის მიხედვით, ფინალური ტურნირისთვის 23-დან 26 ფეხბურთელის სია, უნდა შეივსოს ონლაინ, სულ ბოლოს, 7 დღით ადრე ჩემპიონატის გახსნით მატჩამდე. ამავე სიის ხელმოწერილი ასლი, იმავე ვადებში, უეფა-ს ადმინისტრაციას უნდა გადაეგზავნოს.


მომდევნო ცვლილება შეეხო  48.04 მუხლს, რომლის მიხედვითაც, თუკი სიაში, განაცხადში შეყვანილი მოთამაშეები მიიღებენ სერიოზულ ტრავმას ან იავადმყოფებენ, მათი ჩანაცვლება თუკი, გუნდის ექიმი და უეფა-ს სამედიცინო კომიტეტის წარმომადგენელი მათი ტრავმას ან ავადმყოფობას სერიოზულად ჩათვლიან და მათ ფინალურ ტურნირზე მონაწილეობას ამ მიზეზით გამორიცხავენ.  უეფა-ს ადმინისტრაციის მხრიდან მათი საბოლოო ჩანაცვლება უკვე რეგისტრაცია გავლილ განაცხადში ნებადართულია თუკი:

ა) მოთამაშეებისა და მეკარეების შეცვლა შესაძლებელია მათი გუნდის პირველ მატჩამდე ფინალურ ტურნირზე;

ბ) მეკარეები ასევე შეიძლება შეიცვალო ფინალური ტურნირის მომდევნო მატჩის წინ.


და ბოლოს, მუხლი 58 (ARTICLE 58 - Numbers and names), სადაც ცვლილება პირველ პარაგრაფშია შესული.


58.01 ფეხბურთელებს უნდა მიენიჭოთ ნომრები 1-და 26-ის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუკი გუნდი გამოიყენებს პირველ ნომერს, ის უნდა მიანიჭოს გუნდის მეკარეს.



ფოტო: © UEFA / სტატია მომზადებულია UEFA-ს საინფორმაციო წერილის მიხედვით