
„ყაზახეთის ნაკრების მიზანს ჩვენს მსგავსად ჯგუფის მოგება წარმოადგენს. ვფიქრობ, ხვალ ისინი აგრესიულ და ჭკვიანურ ფეხბურთს ითამაშებენ. სტოილოვი ნაკრებშიც იმ სათამაშო სქემას იყენებს რასაც „ასტანაში" იყენებდა. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ყველაფერი ვიცით მეტოქის შესახებ და პირიქით, მეტოქემ ჩვენს შესახებ. ახლა მთავარია, ფეხბურთელები როგორ შეასრულებენ დავალებებს, ვინც დაუშვებს ნაკლებ შეცდომას და ითამაშებს უფრო ხარისხიან, ემოციურ ფეხბურთს, ის მოიგებს", - ამბობს ვლადიმირ ვაისი პრესკონფერეციაზე.
„სამწუხაროდ, არ გვქონდა იმის დრო, რომ გუნდს რამდენიმე დღე ერთად გაეტარებინა, თუმცა ამას ვერაფერს დავაბრალებთ. იწყება ისეთი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და ზოგადად, ქვეყანას უნიკალურ შანსს გვაძლევს. ეს, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და თითოეულ ფეხბურთელს გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ხვალინდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. წინ მთელი ჯგუფური ეტაპია და აქედან გამომდინარე, ერთი თამაშით არაფერი გადაწყდება, მაგრამ ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ხვალინდელი თამაშის წარმატებით დასრულებაა.
გულშემატკივარი ფეხბურთში, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარია, რომ მოგვეცა საშუალება თქვენ იყოთ ჩვენს გვერდით. ალბათ, თქვენთვისაც მაგარი განოცდილებაა და თქვენც დაგვეხმარებით", - ამბობს გურამ კაშია.
დაწვრილებით იხილეთ ბმულზე





ჩვენ








