
რამდენიმე საათში ასტანაში, უეფა-ს ახალი ტურნირის, ერთა ლიგის მატჩი გაიმართება. „ასტანა არენაზე", რომელიც 30-35 ათას მაყურებელს იტევს ყაზახეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, სფფ-ს ახალი პარტნიორის „Myway Airlines"-ის ჩარტერული რეისით ასტანაში გუშინ, 5 სექტემბერს ადგილობრივი დროით 14 საათისთვის ჩამოფრინდა. რამდენიმე საათში ეროვნულმა „ასტანა არენაზე" ვარჯიში გამართა, რომლის დასრულბის შემდეგაც ოთარ კაკაბაძემ და გურამ კაშიამ ქართული მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.
"ამოცანა არის გამარჯვება. ჩენგან ყველა გამარჯვებას ელის და ამისთვის ვართ ჩამოსულები ყაზახეთში. შევეცდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. შევეცდებით, რომ ბურთი გავუგოროთ და დავუჭიროთ მეტოქეს. საკმაოდ რთული თამაში გვექნება", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.

"იწყება ისეთი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც მწვრთნელს, ფეხბურთელებსა და ზოგადად, ქვეყანას უნიკალურ შანსს გვაძლევსგულშემატკივარი ფეხბურთში, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარია, რომ მოგვეცა საშუალება თქვენ იყოთ ჩვენს გვერდით. ალბათ, თქვენთვისაც მაგარი განოცდილებაა და თქვენც დაგვეხმარებით", - ამბობს გურამ კაშია.

"ერთა ლიგის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით, იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური დამატებითი შანსი თითოეული ნაკრებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ისეთ დიდ ტურნირში, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ეს პასუხისმგებლობა ყველას გათავისებული გვაქვს. სიმბოლურია ისიც,რომ ერთა ლიგა ჩვენი თამაშით იხსნება და საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი ამ ლიგის ბოლო თამაშშიც მონაწილეობდეს" - ამბობს ნიკა კვევესკირი.

„ასტანაში მეგობრად არა, ქულების ასაღებად ჩამოვედით. ჩვენ ყველაფერი ვიცით მეტოქის შესახებ და პირიქით, მეტოქემ ჩვენს შესახებ. ახლა მთავარია, ფეხბურთელები როგორ შეასრულებენ დავალებებს, ვინც დაუშვებს ნაკლებ შეცდომას და ითამაშებს უფრო ხარისხიან, ემოციურ ფეხბურთს, ის მოიგებს", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.
საქართველოს ფეხბუფრთელთა ერვნულ ნაკრებთან ერთად ასტანაში ჩამოვიდნენ ქომაგთა 25-კაციანი გუნდიც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ყაზახეთი- საქართველოს თამაშს ყაზახეთში მყოფი სხვა ქართველებიც დაესწრებიან.
მატჩი ადგილობივი დროით 20:00 თბილისის დროით კი 18:00 დაიწყება.
დაწვრილებით გუშინდელი პრესკონფერენციის შესახეთ იხილეთ ბმულზე: http://tajiji.blogspot.com/2018/09/blog-post_5.html?view=flipcard





ჩვენ








