
იყო მსაჯი თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ რთულია. მსაჯს, რომელიც მოედანზეა მატჩის განმავლობაში 200-250 გადაწყვეტილების მიღება უწევს, შესაბამისად, 22 წამში ერთის და ამის გაკეთება საკამათო სიტუაციაში, უდიდესი ზეწოლის ქვეშ უხდება, თან იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მომენტს ფანები და სპეციალისტები ათასჯერ ახვევენ და აკვირდებიან.
უეფა, აღნიშნულ სტატიაში ყურადღებას ამახვილებს, რომ მათი მიზანია, ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მსაჯებმა ძლიერი ხასიათით. თუმცა, „ამავდროულად, ჩვენ გვინდა, რომ მათ შეეძლოთ ახსნა მათივე მიღებული გადაწყვეტილების"-ო, აღნიშნულია სტატიაში. მსაჯები, რომლებიც მატჩის მსვლელობისას ზღვა ინფორმაციას იღებენ მსაჯებისგან, უეფა-ს შესაბამის რგოლთან ერთად ღია უნდა იყვნენ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან კომუნიკაციისას, რათა ამ უკანასკნელებმა გაიგონ რატომ იქნა ესა თუ, ის გადაწყვეტილება მიღებული.
ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ქცევები მთავარი მნიშვნელოვანი საკითხია ფეხბურთში. 2024 წლის აპრილში, უეფა-ს ევრო 2024-ს ფინალისტების ვორქშოფზე, მწვრთნელები შეთანხმდნენ fair play-ს ფორმატში ითანამშრომლონ. აღნიშნული საკითხი ნიონში გამართული უეფა-ს საბჭოზეც განიხილეს. მოგვიანებით კი, მას თამაშის ინტერესებიდან გამომდინარე მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმაც დაუჭირეს მხარი.
ბუნებრივია, თამაშის დროს, რთულია მსაჯმა 22 მოთამაშეს აუხსნას მიღებული გადაწყვეტილება. მსგავსი მომენტები არღვევს მსაჯებსა და მოთამაშეებს შორის კომუნიკაციას, თამაშს აკარგვინებს სილამაზეს და ხდის მოსაწყენს, ეს კი, ფეხბურთს უკარგავს ხასიათს - ამაზე კი, აღნიშნული სტატიის მიხედვით, ყველა თანხმდება.
სტატიის ავტორი ამბობს, რომ ბუნებრივია, გარკვეული მომენტები ყოველთვის იქნება დებატების საგანი, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ სტატუს კვო იყოს შენარჩუნებული, უეფა, მსაჯებისგან უფრო მეტი აუხსნან გუნდებს საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ ევრო 2024-ის მიმდინარეობისას.
ამის გასაკეთებლად, უეფა საკმაოდ მარტივ ხერხს სთავაზობს - გუნდის კაპიტანი უნდა იყოს ის ერთადერთი უფლებამოსილი პიროვნება, რომელიც მსაჯთან იკონტაქტებს. ამასთან კაპიტანმა უნდა მოახერხოს, დაარწმუნოს თანაგუნდელები არ შეგროვდნენ მსაჯთან და არ ეცადონ მასზე ზეწოლის მოხდენას გადაწყვეტილების მიღებისას.
ყველა მოთამაშე, რომელიც დააიგნორებს კაპიტნის როლს, ან უბრალოდ მსაჯთან გააბამს კამათს ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდება". იმ შემთხვევაში, თუკი გუნდის კაპიტანო მეკარეა, მაშინ გუნდებმა უნდა შეარჩიონ მინდვრის მოთამაშე, რომელიც კაპიტნის ზემოთხსენებულ უფლება-მოვალეობებს შეასრულებს.
რას აკეთებენ ამ დროს გუნდის ოფიციალური წევრები - მათ ეძლევათ უფლება მომენტი განიხილონ კაპიტანთან, ამით ჯანსაღი ატმოსფერო შენარჩუნდებაო, აღნიშნულია სტატიაში. მსგავსი ურთიერთობა უეფა-ს მსაჯთა გუნდის აზრით, ეს მათ მოთამაშეების მხრიდან ნდობას გაზრდის და ამასთან გუნდში, კაპიტნის, როგორც გუნდის ლიდერის ფუნქციასაც ხაზს გაუსვამს. ევრო 2024-ისთვის უეფა, თუკი ეს შესაძლებელი იქნება, გეგმავს 24-ვე მონაწილე გუნდთან შეხვედრას და აღნიშნული თემის განხილვას. ეს მეთოდი და მსაჯების გაზრდილი კომპეტენცია, კიდევ უფრო აამაღლებს უეფა-ს მიერ ორგანიზებული ტურნირის დონეს, გაზრდის ხარისხიანი მატჩების რიცხვს, რომელსაც საბოლოოდ, ფეხბურთელები და გულშემატკივარი მიიღებს.
„თუკი ჩვენ მოვახერხებთ მოვაგვაროთ მსაჯებსა და გუნდის კაპიტნებს შორის ურთიერთობა, ამით მოიგებს ყველა და ამას გარდა, საფუძველს ჩავუყრით ამ ულამაზესი თამაშის დადებით მომავალს. თამაშისას, რომელიც ასე რიგ გვიყვარს", - ამ სიტყვებით ასრულებს სტატიას რობერტო როზეტი, უეფა-ს სამსაჯოს მმართველი დირექტორი.
აქვე, გთავაზობთ მსაჯებისა და VAR-ის ბრიგადების ჩამონათვალს, რომლებიც უეფა-ს ევრო 2024-ს მოემსახურებიან.
![]() |
![]() |
სტატია მომზადებულია @UEFA-ს ოფიციალური გვერდის მიხედვით.





ჩვენ










