
უკრაინის თასის ფინალში ირაკლი აზაროვისა, გიორგი გოჩოლეიშვილის და საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების ფეხბურთელის ლუკა ლაცაბძის "შახტარი" „ვორსკლას" დაუპირისპირდა.
დონეცკური კლუბმა მეტოქეს ანგარიშით 2-1 სძლია და უკრაინის თასის გამარჯვებული გახდა.
საფინალო მატჩში ირაკლი აზაროვმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი, სათადარიგო შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეხვედრაში არ ჩართულა. ლაცაბიძე კი, განაცხადში საერთოდ არ იყო.
ანგარიში მე-40 წუთზე ირაკლი აზაროვის შესანიშნავი პასით დანილო სიკანმა გახსნა (იხილეთ ვიდეო), 56-ე წუთზე კი, იუჰუმ კონოპლიამ დონეცკელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ვორსკლამ" ერთი ბურთის გაქვითვა 85-ე წუთზე, ქართული ფეხბურთისთვის არც თუ უცხო, მიკოლა კოვტალიუკის გოლით მოახერხა, თუმცა, „შახტარი" უკეთესი იყო და უკრაინის თასიც სწორედ მას დარჩა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 11 მაისს ქართველების შახტარმა კიევის „დინამოს" მოუგო და უკრაინის ჩემპიონობა ორი ტურით ადრე გაინაღდა.
ფოტო: © shakhtar.com





ჩვენ








