ვისაც არ ახსოვს - გამეორება ცოდნის დედააო...

15.05.2024
ავტორი: TSFF.GE
დღეს საღამოს, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი", საკუთარი სოციალური ქსელით, ერთ ცნობილი, თუმცა, მივიწყებული ისტორიის შესახებ წერს.
„ზუსტად 35 წლის წინ, 1989 წლის 15 მაისს ლანჩხუთის გურიამ იომა 9 აპრილის ნიჩბიანი ჯალათების, წითელი არმიის გუნდის „ცსკა" - ს წინააღმდეგ და მოიგო 2-1.
სიმბოლურია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელმძღვანელის ლანჩხუთელი ნოე ჟორდანიას მშობლიურ ქალაქში მერაბ ჟორდანიას მიერ რუსების კარში გატანილი ორი გოლი!
მადლობა ყველა ფეხბურთელს, მადლობა იმ მატჩზე დამსწრე დაახლოებით 30 000 გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს ვინც იბრძვის ჩვენი მტრების წინააღმდეგ იმ ფორმით როგორითაც შეუძლია!" - ნათქვამია, საქართველოს ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობაში.
ვიდეო-კადრები არქივიდან





ჩვენ








