
უეფა-ს ერთა ლიგის თამაშის წინ, ასტანაში, პრესკონფერენცია გამართა ყაზახეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა სტანიმირ სტოილოვმაც. პრეს-კონფერენციას ქართველი ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, თუმცა ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, თავისი გუნდის მოთამაშეების უთამაშებლობას უჩივის.
„ვიცით პრობლემა, თუმცა წუწუნი არ ღირს. გვქონდა იმისთვის ერთი კვირა, რომ შეთამაშება მოგვესწრო, ორმხრივად გვეთამაშა.მჯერა, რომ მოთამაშეები მოედანზე ყაზახეთის მაისურებით გავლენ და გადავსებული სტადიონის წინ, რომელიც მათ დამატებით ენერგიას მისცემს, ითამაშებენ. ვიცით, რომ ლოგვინენკო და სხვები არიან ოპტიმალურ ფორმაში. გუნდში არის მონდომება, დისციპლინა, სურვილი და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. არის ინდივიდუალური პრობლემები, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია", - ამბობს სტოილოვი.
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ, გუნში განწყობის ასამაღლებლად მატჩამდე ოფიციალური სადილიც კი გამართა. როგორც სჩანს, მასპინძლებს წინასწარ ურჩევნიათ განწყობა შეიქმნან, რადგან ყველგან აფიქსირებენ, რომ დღესაც და ჯგუფშიც ფავორიტი საქართველოა.
„მოხარული ვარ, რომ ვაისს ვხდები. ის კარგი სპეციალისტია. ყველა იმ გუნდში, სადაც მას უმუშავია, ამის დასტურია. ხვალ, ჩვენ ვეცდები ჩვენი, ლამაზი თამაში შემოგთავაზოთ, ყველაფრისდა მიუხედავად. აუცილებელია მეტოქეს შევეწინააღმდეგოთ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი თამაშის აწყობა. ყაზახ ფეხბურთელებს არ შეიძლება აუტსაიდერები ეწოდოთ. უნდა გვჯეროდეს. ჩვენი გუნდი ყველა წინააღმდეგობისთვის მზადაა", - ამბობს სტოილოვი.
თამაში, რომელიც დღეს ასტანაში ადგილობრივი დროით 20:00 ხოლო თბილისის დროით 18:00 დაიწყება აქაური სიცივის მიუხედავად ასტანელებისთვის ზეიმია. თუმცა, ეს ზეიმი უფრო „ასტანა არენაზე" იგრძნობა, ვიდრე ქალაქში. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო გუშინ.





ჩვენ








