საფეხბურთო ტექნოლოგიები ევრო 2024-ზე
საფეხბურთო ტექნოლოგიები ევრო 2024-ზე
16.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ახლოვდება, ევროპული ფეხბურთის სახლის ოფიციალური ვებ გვერდი კი, აგრძელებს ჩემპიონატთან დაკავშირებული საინფორმაციო თუ ტექნიკური თავისებურებების შესახებ საინტერესო სტატიების გამოქვეყნებას. ჩვენი გვერდი, დღეს იმ ტექნოლოგიებზე შეეცდება გიამბოთ, რომელიც გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე იქნება გამოყენებული.

VAR-ი -  რომელიც პირველად, 2019 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გამოჩნდა, საკმაოდ გაიტესტა და ამ მოწყობილობასთან მომუშავე მსაჯებსაც ტრენინგები ჩაუტარდათ. იქიდან მოყოლებული, ეს ტექნოლოგიური მოწყობილობა დაინერგა სხვადსხვა შეჯიბრებზე, მათ შორის, კაცთა ეროვნული ნაკრებების ტურნირებზე, უეფა-ს ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე, ქალთა ევროზე.


ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ იმუშავებს VAR-ი ევროპის ჩემპიონატის პერიოდში. უეფა-ში შეეცადნენ მისი მოვალეობები, ცოტა უფრო დაეკონკრეტებინათ, როგორ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბებისთვის, ასევე, რიგითი გულშემატკივრისთვის, რომელიც ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს თამაშებს.


ბუნებრივია, VAR-ი იმუშავებს ევროპის ჩემპიონატის ყველა თამაშზე და ის, წარმოუდგენელია ორ ვიდეო დამხმარის გარეშე (AVARs), რომელსაც სიგნალს (იგულისხმება სატელევიზიო გამოსახულება) სამი ვიდეო ოპერატორი მიაწვდის. ამისთვის, ლაიფციგში საფეხბურთო ტექნოლოგიების ჰაბში (FTECH hub), სადაც თავს საერთაშორისო მაუწყებლები იყრიან თავს, ოთხი ვიდეო-საოპერაციოა ოთახი მოეწყო საგანგებოდ.


ალბათ, საინტერესოა ისიც, თუ რა ვითარებაში ჩაერთვება VAR-ი საქმეში. უეფა-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაში და ვიდეო-რგოლშიც, ევროს ორგანიზატორები შეეცადნენ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა შეეტანათ. მაშ ასე, VAR-ი ამოქმედდება შემდეგ ვითარებაში:


1.       გოლის

2.       პენალტის ზონაში ინციდენტის

3.       წითელი ბარათი

4.       იდენტიფიკაციის შეცდომა


აქ, მეოთხე ვითარებასთან დაკავშირებით ცოტას უფრო დავკონკრეტდები და შევედები, უფრო მარტივი ენით ავხსნა. მაგალითისთვის, თუკი საუბარია ეპიზოდზე, როდესაც მსაჯმა ყვითელი ან წითელი ბარათი აჩვენა მაგალითად 8 ნომერს, ამ დროს კადრში ჩანს აშკარად, რომ დაარღვია 15-მა ნომერმა, მაშინ VAR შეაცვლევინებს მსაჯს პირველად გადაწყვეტილებას.


ახლა ისევ, ევროპული ფეხბურთს სახლის სტატიას დავუბრუნდეთ, რომელიც მკითხველს, უეფა-ს ვებ-გვერდიდან კიდევ ერთხელ არწმუნებენ, რომ ვიდეო რეფერი უყურებს და ამოწმებს მატჩის მსვლელობისას ყველა სიტუაციას, თუმცა, საქმეში, მხოლოდ მკაფიო და გამოკვეთილი შეცდომების შემთხვევაში ჩაერევა. მსაჯი კი, მხოლოდ მას შემდეგ იქნება ინფორმირებული, რაც აღნიშნულ მომენტს გადაამოწმებს.


თუკი, VAR-ის ოთახი ნათლად ხედავს მომენტს, რომელშიც მსაჯმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნული მომენტი სათამაშო ვითარებას ცვლის, VAR-ს შეუძლია სთხოვოს მსაჯს თავად გადაამოწმოს მომენტი, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მინდვრის მსაჯი იღებს.


VAR-ს ასევე შეუძლია განიხილოს მომენტი, რომელიც კონკრეტულ ინციდენტს (შეტევის ფაზაში) წინ უსწრებდა.


ფაქტობრივი გადაწყვეტილებების (ოფსაიდი, ჯარიმა პენალტის ზონაში ან მის გარეთ) მიღებისას, VAR-ის ოთახს, მარტივად, შეუძლია მსაჯი საქმის კურსში ჩააყენოს და მის განსახილველად, მინდვრის გვერდით მდგომ მონიტორზე მსაჯის მიერ მომენტის გადამოწმება აუცილებელი არაა, მაგრა ისევ და ისევ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მსაჯი. გადახედვის მომენტისას, გამოსახულება გადაცემული იქნება სტადიონზე დამონტაჟებულ მონიტორებზეც.


Connected ball ტექნოლოგია

უეფა-ს ევროპის ჩემპიონატზე პირველად, ტურნირის ოფიციალური ადიდასის ბურთი ე.წ. Connected Ball-ის ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რომელიც თავის მხრივ, რეალურ დროში, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს ზუსტ მონაცემებს მიაწვდის. მოთამაშეთა ადგილმდებარეობისა (მაგალითად, თამაშგარეს დროს) და ხელოვნური ინტელექტის თანხვედრით, უეფა-ს ეს ნახევრად ავტომატური (SAOT) ტექნოლოგია, თამაშის დროს უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება მსაჯებს. Connected Ball-ის ტექნოლოგიის დახმარებით, ისარგებლებენ VAR-ის ოთახშიც, სადაც შესძლებენ იდენტიფიცირებას ბურთის ყოველი შეხებისას და ეს, ბევრად შეამცირებს დროს გადაწყვეტილების მიღებისას იყო ხელით თამაში თუ დასანიშნი იყო 11-მეტრიანი.


ნახევრად ავტომატური ტექნოლოგია  (SAOT)

SAOT საშაუალებას ძლევს VAR-ის ოთახში მომუშავეებს, ბევრად სწრაფად და ზუსტად განსაზღვრონ „თამაშგარეს" მომენტი და ამისათვის, 9 საგანგებო კამერა იმუშავებს. აღნიშნული კამერები, სტადიონზე ისე არის დამონტაჟებული, რომ შეუძლია მოთამაშის 29 წერტილი აკონტროლოს. სისტემა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 2022 წლიდან დაინერგა და ინტეგრირდა ევროპის ჩემპიონატის ბურთთან. ასე, რომ ზემოთხსენებული საკამათო მომენტების გამოსარკვევად, უეფა-ში, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბევრად უფრო ნაკლები დრო დაიხარჯება.  


Goal-line ტექნოლოგია (GLT)

ევროპის ჩემპიონატის ყველა ობიექტზე, უეფა-მ დაამონტაჟა ე.წ. GLT (კარის ხაზის ტექნოლოგია). აღნიშნული სისტემა, უეფა-მ ელიტარულ კლუბსა და ეროვნული ნაკრებების თამაშებში 2016 წლიდან გამოსცადა - კარის მიმართულებით მუშაობს 7 კამერა და ბურთის მოძრაობის განმსაზღვრელი ე.წ. Software პროგრამით ხელმძღვანელობს, მეკარის ბაქანში. შესაბამისი გამოსახულების დამუშავებისას, ზემოთხსენებული პროგრამით, GLT ერთი წამის შემდეგ, ვიბრაციისა და ვიზუალური სიგნალის წყალობით, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს, საათებზე, რომელსაც მსაჯები ატარებენ, თამაშის დროს, ანიშნებს გავიდა გოლი თუ არა.


საფეხბურთო ტექნოლოგიების ჰაბი

საფეხბურთო ტექნოლოგიების ჰაბი (FTECH hub), რომელიც უკვე გითხარით, რომ ლაიფციგში მოწყო, იქნება ევრო 2024-ის ე.წ. ტექნოლოგიური ოპერაციების გული.  მატჩის მომსახურე (VAR и AVAR) განურჩევლად იმუშავებენ ყველა მატჩზე, ჰაბში დამონტაჟებული ოთხი  ე.წ. VOR ოთახიდან. ჰაბში, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ოპტიკური კამერების დახმარებით (GLT-სა და მონაცემების შეგროვების ელექტრონული ტექნოლოგიების) ასევე, Connected ball-დან მიღებულის სიგნალებით შემოვა და შეგროვდება და შესაბამისი განხილვისთვის გადაიგზავნება ინფორმაციები.


და ბოლოს, აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უეფა-მ ასევე გამოაქვეყნა მსაჯებისა და კაპიტნების შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატი, რომელიც ჩვენმა ვებ-გვერდმაც შემოგთავაზათ. დღევანდელი სტატიის შემდეგ, კი, იმედს ვიტოვებთ, რომ ევრო 2024 ტექნოლოგიური სიახლეები, გათამაშების ერთადერთ დებიუტანტ, საქართველოს ნაკრებზე სასიკეთოდ იმოქმედებს.



სტატია მომზადებულია @UEFA-ს მიხედვით და გამოყენებულია ამავე ორგანიზაციის ფოტო