გიორგი სარდალაშვილი - ყველაზე ახალგაზრდა ქართველო მსოფლიო ჩემპიონი
გიორგი სარდალაშვილი - ყველაზე ახალგაზრდა ქართველო მსოფლიო ჩემპიონი
19.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რთული სტარტი 20 წლის გიორგი სარდალაშვილმა დღის ბოლოს, ჩემპიონობით დაასრულა. დღეს აბუ დაბიში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული გუნდიდან სტარტი, მხოლოდ -60 კგ წონით კატეგორიაში ავიღეთ. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონმა მეორე წრიდან დაიწყო და საკმაოდ რთული სტარტი გამოუვიდა, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის ორი შიდო ჰქონდა. თუმცა, „სარდალამ" მოახერხა ჩრდილოკორეელი კვანგ ჯინ ჩაესთვის ვაზარის აღება და 1/8 ფინალში გასხვლა.


აქ, ახალგაზრდა ქართველოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბევრი არ უფიქრია ისე, დაამარცხა ტაიპეის წარმომადგენელ ჩონგ იუ ლინი. გიორგის მოსაგებად და ულამაზესი იპონის დასაფიქსირებლად სულ რაღაც 15 წამი დასჭირდა.


ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტ-ნაკლებად დაძაბული და რთული გამოვიდა 1/4 ფინალური შეხვედრა, სადაც სარდალაშვილი კარგად ნაცნობ აზერბაიჯანელ მეტოქეს, თურან ბაირამოვს მოიგო. აღსანიშნავია, რომ ვაზარით შეხვედრა ჩვენმა მეზობელმა წაიყვანა, თუმცა, დაახლოებით წუთით ადრე ორთაბრძოლის დასრულებამდე, გიორგიმ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და მალევე, კიდევ ერთი ქულის მომტანი ილეთით აზერბაიჯანელი მეტოქის შებოჭვა მოახერხა.


½ ფინალში სარდალაშვილი იაპონელ ტაიკი ნაკამურას დაუპირისპირდა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა. აქ კი, მისი მეტოქე წონის ლიდერი, იუნგ ვეი იანგი იყო. ბუნებრივია, ბევრი, შესაძლოა სწორედ, ქართველოს მეტოქეს უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, თუმცა, „სარდალამ" ხასიათი აჩვენა, დამატებითი (გოლდენ სქორი) დროის ჩათვლით ტატამზე 7 წუთი გაატარა და საბოლოოდ, ვაზარით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.


გიორგი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ჯუდოკაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.


აქვე, გეტყვით, რომ დღეს, ორი „მამლუქიც" ასპარეზობდა - თორნიკე ჭკადუა, ნიდერლანდების სახელით და ლუკა  მხეიძე ფრანგული დროშის ქვეშ. თუმცა, ორივე, ასპარეზობას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.


ხვალ, აბუ დაბიში მორიგი საასპარეზო დღეა. მედლებისთვის კი, ქართული გუნდიდან ოთხი ძიუდოისტი სამ წონით კატეგორიაში შეეცდება მედლების მოპოვებას.


-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი და გოირგი ტერაშვილი

-57 კგ - ნინო ლოლაძე

 


ფოტო: © IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი