ეროვული ნაკრები მომდევნო თამაშისთვის ემზადება
ეროვული ნაკრები მომდევნო თამაშისთვის ემზადება
07.09.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ასტანაში ყაზახეთთან გამართული მატჩის შემდეგ თბილისში დღეს 7 სექტემბერს, გამთენიისას დაბრუნდა. დღესვე, ქართველმა ფეხბურთელებმა საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის" ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

სფფ-ს ვებ-გვერდის ცნობით, საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის მოთამაშეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც 6 სექტემბერს ყაზახეთის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ან არასრული მატჩი ჩაატარეს. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები 8 სექტემბერს გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს, კვლავინდებურად თავის შემადგენლობაში ჰყავს: მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი); თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

აქვე შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარს საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა www.tkt.ge  და „დინამო არენას" სალაროებში შეუძლია.

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 9 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.