ზაზა ნადირაძე: "ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის"
ზაზა ნადირაძე: "ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის"
26.08.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე

კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ქართველი სპორტსმენისთვის ეს მეორე სერიოზული შეჯიბრია, რომელზეც წარატებას აღწევს. ჩეხეთის ქალაქ რაჩიცაში, ფინალურ ეტაპამდე, ზაზამ ჯგუფში პირველი ადგილი, ხოლო საერთო ჯამში მეოთხე ადგილიდაიკავა. თუმცა ფინალში მას მხოლოდ, ტურნირი გამარჯვებულმა აჯობა.
"წარმატება მართლაც სასიხარულოა. ვიცოდი, რომ დიდი კონკურენცია იქნებოდა, რაც გამოჩნდა კიდეც. თითქმის ყველა ერთად შევედით ფინიშის ზოლში. დისტანციის იდეალურად გავლა ძალიან რთულია. აქიდან გამომდინარე, იყო შეცდომები, რამაც ცოტა კიდევ გააფუჭა შედეგი, მაგრამ უნდა ვაღიარო ისიც, რომ ბელორუსი სპორტსმენი ძალიან ძლიერია. მასთან ერთად, რამდენჯერმე მომიწია ვარჯიში და თავიდანვე ვიცოდი, რომ ოქროსათვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი, სწორედ ის იქნებოდა. მთლიანობაში ჩემი მომზადებიდან გამომდინარე შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი. ასე, რომ ვფიქრობ, კიდევ ბევრად მეტი შემიძლია", - განაცხადა ზაზა ნადირაძემ TSFF.GE-სთან საუბარში.