
ასტანაში გამართული მატჩისგან განსხვავებით, ხვალ თბილისში, 20:00 საათზე „დინამო არენაზე" ვლადიმირ ვაისის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მინიმუმ ერთი ცვლილება იქნება. ჯერ კიდევ 6 სექტემბერს ყაზახეთთან დასრულებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ქართველთა თავკაცმა განაცხადა, რომ ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ლევან მჭედლიძე თბილისური მატჩის განაცხადში აუცილებლად იქნებოდა. დღეს კი, „დინამო არენაზე" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა არ უარყო, რომ ლევან მჭედლიძეს ლატვიასთან თამაშის შანსი მიეცემოდა.

„ასტანაში, ოქრიაშვილმა ცოტა დრო დაჰყო სტადიონზე. სათამაშო პრაქტიკას ვერ დააგროვებ ერთ კვირაში. ამას დრო უნდა. ვფიქრობ, თუ „ოქრი", არ იქნება სასტარტოში, თამაშის დროს ის გამოვა მოედანზე. ეს ეხება მჭედლიძესაც. შევხედავთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი ვარჯიში და დასკვნებსაც აქედან გავაკეთებთ. ყაზახეთში, შეტევის კუთხით, გვქონდა გოლის გატანის მომენტებიც და შანსებიც. 100%-იანი შანსი ნავალოვსკის, ქვილითაიასი, „მერებასაც" ჰქონდა მომენტი. ჩვენ გამოვიყენეთ ისეთი მომენტები, სადაც არ იყო 100%-ით გოლის გატანის შანსი. ეს გააკეთა ჩაკვეტაძემ, 9-ანში ულამაზესი გოლი გაიტანა. მეორე გოლიც... ჩვენ კარგად ვკეტავდით ზონებს, განსაკუთრებით ისლამჰანის მხარეს, რომელიც ყაზახური ფეხბურთში ერთ-ერთი წამყვანია. ამას ჯაბა კანკავა აკეთებდა ძალიან კარგად და საერთოდ, მთელი გუნდი მჭიდროდ იდგა დაცვაში. ამიტომ, ყაზახებს, რაიმე განსაკუთრებული მომენტი, გარდა ერთისა, როდესაც ლორიას შეეშალა, არ ჰქონიათ. ჩვენ უნდა უკეთესად გამოვიყენოთ მომენტები. ეს ეხება უპირველესად ხვალინდელ შეხვედრას", - ამბობს ვლადიმირ ვაისი, ლატვიასთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრებმა დღესვე, 8 სექტემბერს ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრამე ბოლო ვარჯიში ტრადიციულად, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის" ბაზაზე გამართა. უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის თამაშისთვის 25 ფეხბურთელმა 1 საათის მანძილზე ივარჯიშა.
„ყაზახეთთან აღებული 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხვალ, უნდა განვამტკიცოდ ეს. რათა კარგ შედეგს მივაღწიოთ და გავიდეთ ჯგუფიდან. ყველა მოთამაშე ჯანმრთელია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგაც შევხედავთ და სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ვიმედოვნებ, რომ ამ კვალიფიკაციაში, პირველი თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. ისევე, როგორც ის, რომ ამ ჯუფში მივაღწიოთ გამარჯვებას. ხვალ ამის დამტკიცებას შევეცდებით. მე, მჯერა ჩემი გუნდის, განწყობა კარგია. ბოლო ამხანაგურებში, არც ისე ლამაზად ვთამაშობდით, მაგრამ ვთამაშობდით შედეგზე. რადგან ვიცოდით, რომ ყაზახეთმა ბოლო დროს ძალიან მოუმატა. სტოილოვის ხელმძღვანელობით, თამაშობს აგრესიულ ფეხბურთს. ამიტომ არც თუ იოლი იყო მათთან თამაში. მაგალითად, „მერებას" უფრო მეტად უნდა დაცვაში ეთამაშა, ვიდრე სხვებს. ახლა კი, ტაქტიკურად სხვა გეგმა გვაქვს"- ამბობს ვაისი.

რა ტაქტიკას აირჩევს და მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობას, რომელმაც ბოლო შეხვედრა მოიგო, მწვრთნელები, როგორც წესი არ ცვლიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვლადიმირ ვაისი, ეს ხვალ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვევა. ფაქტია, რომ ქართველთა მწვრთნელმა არც „დინამო არენაზე" გამართული პრესკონფერენციის დროს დამალა, რომ „სხვანაირად ითამაშებს".
„ლატვიის ნაკრები, რომელმაც ფრე ითამაშა პირველი მატჩი, ორგანიზებულია დაცვით თამაშში. თამაშობს 4-4-2 სისტემით. სხვანაირად უნდა ვეთამაშოთ, სხვანაირი პრესინგით, ვიდრე ამას ყაზახეთში ვაკეთებდით. მოთამაშეები მოელიან ხვალინდელ მატჩს, უნდათ ანახონ ხარისხიანი თამაშიც და გულშემატკივარიც გაახარონ. იმედი, მაქვს, რომ გაივსება სტადიონი. კი ლატვიასთან გვაქვს თამაში ჩატარებული, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა. გუნდს ჰყავს ახალი მწვრთნელი, ნახევარი გუნდი ახალი მოთამაშეებია. ჩვენს წინააღმდეგ 8 ფეხბურთელმა ითამაშა თბილისში შარშან, 5 შეცვლაზე გამოვიდა. ამოტომ ამას ხვალინდელ მატჩთან არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. შაბალაი საუკეთესო თავდამსხმელია ლატვიის გუნდში. მას კარგი მაჩვენებელი აქვს, გატანილი გოლების თვალსაზრისითაც. ლატვიელები, კარგად თამაშობენ, კონტრშეტევებზე. ჰყავთ თავდამსხმელები, რომლებიც კარგად იხსნებიან. ამიტომ, უნდა ამას მივაქციოდ ყურადღება. უნდა ვფლობდეთ თამაშსს. ვფლობდეთ ბურთს და შევქმნათ საგოლე მომენტები. ვიყოთ შემტევები, აგრესიულები და არ გამოგვეპაროს კონტრშეტებები",- ამბობს ვაისი.

ქართველობა ისეა ფეხბურთში გამარჯვებებს გადაჩვეული, რომ ზოგს, ყაზახეთში მოგებული თამაშიც კი ეხამუშა. ნაწილი, ალბათ, ქართველთა მარცხს, მხოლოდ იმიტომ ელოდა, რომ შემდეგ, ნაკრების ირგვლის ახალი აგრესიის ტალღლა აეგორებინათ. თუმცა, უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის დაყწებამდე თითიდან გამოწოვილმა ალიაქოთმა, ნაკრების ამ მოსამზადებელ ციკლს, თავისი დაღი მაინც დაასვა.
„კაშიას თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა. ეს არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანი. ამიტომ, მე როგორც მწვრთნელი, რომლისთვისაც ეს ვითარება გაუგებარია, უნდა დავუდგე კაშიას გვერდით", - ამბობს ვაისი.

„კაშიას თემასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი ბევრჯერ დავაფიქსირე. ერთს ვიტყვი, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ამ შემთხვევაში, თითოუელი ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთია გურამი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნება არის. მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ამ შემთხვევაშიც მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ. თუმცა, ჩვენი ყურადღება არის გადართული ხვლინდელ თამაშზე. ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ. ვფიქრობთ, ლატვიასთან თამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის"- ამბობს გიორგი მერებაშვილი, რომელიც დღეს ლატვიასთან მატჩისწინ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ვაისმა თან იახლა.
გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა არცთუ უსაფუძვლო, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში არსებობს ეიფორიის შიში, რომელმაც შესაძლოა ყაზახეთში, მოგებული მატჩის შემდეგ, ქართული გუნდი ჩააგდოს.
„როგორც მწვრთნელი ვერ დავუშვებ გუნდში ეიფორიას. პირიქით. ვფიქრობ, რომ ბიჭები უფრო კონცენტრირებულები არიან, რა თქმა უნდა, ხალხი მხოლოდ გამარჯვებას ელის. ელის გოლებს. ეს ნორმალურია. დარწმნებული ვარ, რომ ისეთი შემადგენლობა იქნება და ისეთი განწყობა, რომ ამის გაკეთებას მოვახერხებთ. ამ კვალიფიკაციაში სილამაზითვის არავინ თამაშობს. აქ თამაშობენ შედეგისთვის. ამიტომ, გვინდა ყოველთვის მეტი გოლის გატანა, მაგრამ არის მეტოქე და უნდა პატივი სცე მის ხარისხს. დღევანდელ, თანამედროვე ფეხბურთში, აღარ არის ისეთი დიდი ანგარიშები 5-0, 6-0, 7-1 ხომ? ამიტომ შევეცდებით, გავიტანოთ, ყველა გოლი მნიშვნელოვანია და ყველა ქულა", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ყაზახეთში 3 ქულის მოპოვება შევძელით. ვფიქრობ, რომ ეს პირიქით, ჩვენ წაგვადგება. ძალიან კარგიატმოსფეროა გუნდში და ვფიქრობ, ეს უფრო დადებითად აისახება ჩვენს თამაშზე. ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ვაცნობიერბთ იმას, რომ იქნება ძალიან რთული თამაში. ვეცდებით, მაქსიმალურად კონცეტრირებულები ვიყოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს გულშემატკივარს, „ქომაგებს" მადლობა გადავუხადო ასტანაში, გვერდში დგომისთვის. პირადად თითოუელი ფეხბურთელი, მთელი 90 წუთის განმავლობაში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას. ყაზახეთში გამარჯვება მათი დიდი დამსახურებაც არის. ასევე მინდა მოვუწოდო გულშემატკივარს, მოვიდნენ ხვალინდელ თამაშზე და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები"- ამბობს გიორგი მერებაშვილი.

„განწყობა ამაღლებულია. ძლიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთა ლიგის ასე წარმატებით დაწყება, მითუმეტეს უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ. ბიჭები, ყველანი ფორმაში არიან. რთულია თამაშის, შემდეგ ასე მალე აღიდგინო ძალები მაქსიმალურად, მაგრამ ჩვენი მედპრესონალის დახმარებით, ყველანირ საშუალებას ვიყენებთ ხვალისთვის. ლატვიის შედეგებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. მათ, ისეთი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს სახლში, რომ ხვალინდელ თამაშში აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩვენ ქულები დაგვაკარგინონ. თამაში იქნება ძლიან რთული. ამიტომ მინდა გულშემატკივარს მოვუწოდო. არავის ეგონოს, რომ მარტივი თამაში იქნება, გულშემატკივრის ფაქტორი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი და თუ „დინამო არენას" გავავსებთ, დარწმუნებულ ვარ მოვიგებთ. რადგან გულშემატკივარი, ჩვენთვის დიდი ძალაა", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

„არ იქნება მარტივი თამაში. მენტალურად, ფიზიკურად მზად ვართ. 2 დღის წინ გვქონდა ყაზახეთში თამაში და მას შემდეგ, მოკლე დროში აღდგენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი თამაში მოვიგეთ და გამარჯვებით დავიწყეთ ერთა ლიგა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი გზა გველის ახლა", - ამბობს ოთო კაკაბაძე.
„დინამო არენაზე" საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს 20:00 დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები კვლავაც იყიდება ონლაინრეჟიმში და „დინამო არენის" სალაროებშიც. სტადიონზე შესასვლელად მოქმედებს საგანგებო მითითებები, რომლის თანახმად, ბილეთის მფლობელს, სტადიონის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შესასვლელიდან და კარიდან ექნება შეღწევის საშუალება, რომელიც მის მიერ ნაყიდ ბილეთზეა მითითებული.





ჩვენ








